მე პაწაწინა თოვლის ფერია ვარ .ჩემი სამოსი ქათქათა თოვლის ფიფქებია.მე დიიდი,უზარმაზარი დათვების სამეფოში ვცხოვრობ და მიყვარს მათ თეთრ და ფუმფულა-ღუნღულა ბელებთან თამაში... აქ-ოკეანეთში ,მზე მკრთალად ანათებს,თითქმის არც კი ჩანს,უზარმაზარი ყინულის მთები ,და ყველაფერი ისეთი თეთრია....ასეთი უსასრულობა და სითეთრე ცოტა მაშინებს კიდეც.... ერთხელ ისეთი ცუდი რამ შემემთხვა....ახლავე გიამბობთ,მე თოვლის ცაზე დავფრინავდი და ფიფქებს ვეფერებოდი,უეცრად ქარმა ამიტაცა,დამაბზრიალა და ყინულზე უხეშად დამაგდო,მე ფიფქები შემომეფანტა ტანიდან ,შემრცხვა ჩემი სიშიშვლის და ავტირდი,ქარი უნდა გრძნობდეს,რომ მე სათუთი არსება ვარ და მოფრთხილება მჭირდება...ვიგრძენი-თვალები გამიფართოვდა შიშისგან და სირცხვილით გამიწითლდა ლოყები....ჩემს წინ დიდი,ფუმფულა და ღუნღულა არსება იდგა და თათს მიქნევდა...მივხვდი-დათვის ბელი იყო და გავუღიმე,მან ზურგზე შემისვა და მის ფუმფულა თმაში ჩავიმალე,შემდეგ კი ისევ ჩამოყარა ცამ თოვლი და ძველებურად,ფიფქების კაბით შემმოსა... ასე დავმეგობრდით მე და დათვის ბელი,როდესაც მას შია,ყინულს ვტეხავთ და თევზს ერთად ვიჭერთ,თუ მას ყინული თათს გაუჭრის,მე ჭრილობაზე ვკოცნი,როგორც ნამდვილ მეგობრებს შეეფერებათ .... ჩემი ოცნება მოკაშკაშე მზის ხილვაა,თოვლის სითეთრე და მკრთალი მზე მომწყინდა,ჭრელ პეპლებთან მინდა თამაში,ყვავილების გვირგვინი და მწვანე მოლზე სეირნობა...ხანდახან სიზმრად მევლინება ჩემი ოცნებები,ყველაზე განსაკუთრებული სიზმარი გუშინ ვნახე და ახლავე გიამბობთ: გავიპარეთ მე და მეგობარი დათუნია აქედან,გავცდით ქარბუქს,დიდი მთა გადავიარეთთ,ჩვენს წინ მწვანე მოლი გაიშალა,სადაც დიდფრთიანი,ჭრელი პეპლები დაფრინავდნენ ,მზე ჩახჩახებდა,თბილოდა,მზის სხივები თვალისმომჭრელ ოქროსფერს აფრქვევდნენ.,ცა ცისფერი იყო თეთრის ნაცვლად,და იმდენი ყვავილი ხარობდა,ვერც კი დავთვალე,... მერე წვიმა წამოვიდა ,მე წყის გუბეში ვჭყუმპალაობდი და წვიმის წვეთებს ვეთამაშებოდი,უეცრად რაღაც ქოლგის მსგავსი დამეცა თავზე , თურმე ყვავილის ვარდისფერი ფურცელი ყოფილა,მე კი შევშინდი....მერე მზემ ისევ თვალისმომჭრელად ამოანათა და ისევ დაიწყეს ჭრელა-ჭრულა პეპლებმა ფარფატი...მათი ყურებით აღტაცებული და გაბრუებული,მწვანე მოლზე გავიშხლართე ... -რა გქვია? გავიგონე ხმა და გამოვფხიზლდი,ტანზე დავიხედე,მზეს ჩემი კაბა დაედნო და შიშველი ვიყავი,შეშინებულმა მაღლა ავწიე თავი და რას ვხედავ....ჩემს წინ,ჩემსავით პაწაწინა არსება დგას და მიცინის,თანაც ისე მიცინის,ყველა კბილი უჩანს,მბზინავ შავ თმაში ლურჯი ყვავილები ჩაუმაგრებია და ყვავილების ფერადი კაბით თავს იწონებს... -მე თოვლის ფერია ვარ,შენ კი ალბათ ყვავილების ფერია,,, -არა! მეც ყვავილების ფერია ვარ და შენც,ნახე როგორ დაგიმსგავსე? მეც თურმე ყვავილების კაბით შევმოსილვარ მისი წყალობით,თავზეც ყვავილების გვირგვინი მადგას,ოღონდ წითელი ყვავილების...ჩემი მეგობარი თეთრი დათუნია კი ყავისფერ გრიზლად გადაიქცა,ორივემ სიხარულით შემოვკარით ტაში,.სარკეში გვინდოდა ჩახედება,მაგრამ ყინულს ვერსად წავაწყდით,აქ თურმე ნაკადულის სარკე აქვთ,ჩვენც ნაკადულთან მივედით,ვიყურები სარკეში და რას ვხედავ....მე,-ყვავილების ფერია,მეგობარი ყვავილების ფერია ,მეგობარი გრიზლი და ძალიან უცნაური მწვანე არსება,გამხდარი თათებით,დიდი თვალებით,და უცნაურად მაშტერდება.... -მე ბაყაყი ვარ! ამოხტა წყლიდან და დიდი ,ჭრელი ქოლგა გაშალა,სადაც შევეფარეთ უეცარ წვიმას,მე,ყავისფერი გრიზლი ,კეთილი ბაყაყი და ყვავილების ფერია....
სტატუსები ლექსები
:vikas statusebi
თოვლის ფერიას სიზმარი
მე პაწაწინა თოვლის ფერია ვარ .ჩემი სამოსი ქათქათა თოვლის ფიფქებია.მე დიიდი,უზარმაზარი დათვების სამეფოში ვცხოვრობ და მიყვარს მათ თეთრ და ფუმფულა-ღუნღულა ბელებთან თამაში...
აქ-ოკეანეთში ,მზე მკრთალად ანათებს,თითქმის არც კი ჩანს,უზარმაზარი ყინულის მთები ,და ყველაფერი ისეთი თეთრია....ასეთი უსასრულობა და სითეთრე ცოტა მაშინებს კიდეც....
ერთხელ ისეთი ცუდი რამ შემემთხვა....ახლავე გიამბობთ,მე თოვლის ცაზე დავფრინავდი და ფიფქებს ვეფერებოდი,უეცრად ქარმა ამიტაცა,დამაბზრიალა და ყინულზე უხეშად დამაგდო,მე ფიფქები შემომეფანტა ტანიდან ,შემრცხვა ჩემი სიშიშვლის და ავტირდი,ქარი უნდა გრძნობდეს,რომ მე სათუთი არსება ვარ და მოფრთხილება მჭირდება...ვიგრძენი-თვალები გამიფართოვდა შიშისგან და სირცხვილით გამიწითლდა ლოყები....ჩემს წინ დიდი,ფუმფულა და ღუნღულა არსება იდგა და თათს მიქნევდა...მივხვდი-დათვის ბელი იყო და გავუღიმე,მან ზურგზე შემისვა და მის ფუმფულა თმაში ჩავიმალე,შემდეგ კი ისევ ჩამოყარა ცამ თოვლი და ძველებურად,ფიფქების კაბით შემმოსა...
ასე დავმეგობრდით მე და დათვის ბელი,როდესაც მას შია,ყინულს ვტეხავთ და თევზს ერთად ვიჭერთ,თუ მას ყინული თათს გაუჭრის,მე ჭრილობაზე ვკოცნი,როგორც ნამდვილ მეგობრებს შეეფერებათ ....
ჩემი ოცნება მოკაშკაშე მზის ხილვაა,თოვლის სითეთრე და მკრთალი მზე მომწყინდა,ჭრელ პეპლებთან მინდა თამაში,ყვავილების გვირგვინი და მწვანე მოლზე სეირნობა...ხანდახან სიზმრად მევლინება ჩემი ოცნებები,ყველაზე განსაკუთრებული სიზმარი გუშინ ვნახე და ახლავე გიამბობთ:
გავიპარეთ მე და მეგობარი დათუნია აქედან,გავცდით ქარბუქს,დიდი მთა გადავიარეთთ,ჩვენს წინ მწვანე მოლი გაიშალა,სადაც დიდფრთიანი,ჭრელი პეპლები დაფრინავდნენ ,მზე ჩახჩახებდა,თბილოდა,მზის სხივები თვალისმომჭრელ ოქროსფერს აფრქვევდნენ.,ცა ცისფერი იყო თეთრის ნაცვლად,და იმდენი ყვავილი ხარობდა,ვერც კი დავთვალე,...
მერე წვიმა წამოვიდა ,მე წყის გუბეში ვჭყუმპალაობდი და წვიმის წვეთებს ვეთამაშებოდი,უეცრად რაღაც ქოლგის მსგავსი დამეცა თავზე , თურმე ყვავილის ვარდისფერი ფურცელი ყოფილა,მე კი შევშინდი....მერე მზემ ისევ თვალისმომჭრელად ამოანათა და ისევ დაიწყეს ჭრელა-ჭრულა პეპლებმა ფარფატი...მათი ყურებით აღტაცებული და გაბრუებული,მწვანე მოლზე გავიშხლართე ...
-რა გქვია? გავიგონე ხმა და გამოვფხიზლდი,ტანზე დავიხედე,მზეს ჩემი კაბა დაედნო და შიშველი ვიყავი,შეშინებულმა მაღლა ავწიე თავი და რას ვხედავ....ჩემს წინ,ჩემსავით პაწაწინა არსება დგას და მიცინის,თანაც ისე მიცინის,ყველა კბილი უჩანს,მბზინავ შავ თმაში ლურჯი ყვავილები ჩაუმაგრებია და ყვავილების ფერადი კაბით თავს იწონებს...
-მე თოვლის ფერია ვარ,შენ კი ალბათ ყვავილების ფერია,,,
-არა! მეც ყვავილების ფერია ვარ და შენც,ნახე როგორ დაგიმსგავსე?
მეც თურმე ყვავილების კაბით შევმოსილვარ მისი წყალობით,თავზეც ყვავილების გვირგვინი მადგას,ოღონდ წითელი ყვავილების...ჩემი მეგობარი თეთრი დათუნია კი ყავისფერ გრიზლად გადაიქცა,ორივემ სიხარულით შემოვკარით ტაში,.სარკეში გვინდოდა ჩახედება,მაგრამ ყინულს ვერსად წავაწყდით,აქ თურმე ნაკადულის სარკე აქვთ,ჩვენც ნაკადულთან მივედით,ვიყურები სარკეში და რას ვხედავ....მე,-ყვავილების ფერია,მეგობარი ყვავილების ფერია ,მეგობარი გრიზლი და ძალიან უცნაური მწვანე არსება,გამხდარი თათებით,დიდი თვალებით,და უცნაურად მაშტერდება....
-მე ბაყაყი ვარ! ამოხტა წყლიდან და დიდი ,ჭრელი ქოლგა გაშალა,სადაც შევეფარეთ უეცარ წვიმას,მე,ყავისფერი გრიზლი ,კეთილი ბაყაყი და ყვავილების ფერია....