შენს მხრებქვეშ ყოფა იყო ადვილი, იმედის ფრთები რატომ მომტეხე, რად შემაძულე მამა აპრილი. ეჰ! კიდევ ბევრჯერ გაზაფხულდება, კიდევ მრავალჯერ მოვა აპრილი, მაინცდამაინც სიყვარულის დღეს, რატომ მამყოფე ცრემლად დაღვრილი. შენ არ იჯავრო, კარგად ვარ მამა, ღვთის მადლით ხელი არ მაქვს გაწვდილი, მაგრამ რა ვუყო, გულს ვერ ვიმთელებ, სულ იტანჯება შენი ნაწილი. რამდენი წელიც უნდა გავიდეს, ჩვენ გვაშორებდეს დრო და მანძილი, მე მაინც ვიტყვი, მამას ქალი ვარ, მე შენ დამხურე თავზე მანდილი... სხვა ყველაფერი ცვალებადია, გენები არის მყარი, ნამდვილი, მე ვეფერები იმ წლებს, იმ წუთებს, ტკბილად რომა გვაქვს ერთად გავლილი. მე ძლიერ ფესვზე ნახარები ვარ, რომლის გახმობა არ არს ადვილი, მშვიდად იძინე ჩემო მამიკო, შენი შვილი ვარ, შენი ნამდვილი... ავტორი ანნა ზაკალაშვილი 04.05.2015.წ.
მე და პოეზია
:((L Q))
მე ხომ სიცოცხლე შენით დავიწყე,
შენს მხრებქვეშ ყოფა იყო ადვილი,
იმედის ფრთები რატომ მომტეხე,
რად შემაძულე მამა აპრილი.
ეჰ! კიდევ ბევრჯერ გაზაფხულდება,
კიდევ მრავალჯერ მოვა აპრილი,
მაინცდამაინც სიყვარულის დღეს,
რატომ მამყოფე ცრემლად დაღვრილი.
შენ არ იჯავრო, კარგად ვარ მამა,
ღვთის მადლით ხელი არ მაქვს გაწვდილი,
მაგრამ რა ვუყო, გულს ვერ ვიმთელებ,
სულ იტანჯება შენი ნაწილი.
რამდენი წელიც უნდა გავიდეს,
ჩვენ გვაშორებდეს დრო და მანძილი,
მე მაინც ვიტყვი, მამას ქალი ვარ,
მე შენ დამხურე თავზე მანდილი...
სხვა ყველაფერი ცვალებადია,
გენები არის მყარი, ნამდვილი,
მე ვეფერები იმ წლებს, იმ წუთებს,
ტკბილად რომა გვაქვს ერთად გავლილი.
მე ძლიერ ფესვზე ნახარები ვარ,
რომლის გახმობა არ არს ადვილი,
მშვიდად იძინე ჩემო მამიკო,
შენი შვილი ვარ, შენი ნამდვილი...
ავტორი ანნა ზაკალაშვილი
04.05.2015.წ.