ეხლა უკვე ღამის თორმეტი საათია..

წიკ-წაკ, წიკ-წაკ და დრო ისევ მიდის, არ ჩერდება საათის ისრები... გარეთ ცივი საშინელი ქარი უბერავს თითქოს ყველაფრის დალეწვა სურდეს... მე კი...მე მარტოდ მარტო დავრჩენილვარ ღამის წყვდიადში, მე და კალამი... მე და კალამიც ისრის მოძრაობას მივყვებით... მინდა რომ გავჩერდე, შევწყვიტო წერა, ფიქრი, მაგრამ არა, კალამი არ ჩერდება მას სურს ნათლად და დაუმალავად წარმოაჩინოს ჩემი გრძნობები...
შენ... შენ ალბათ ეხლა უკვე გძინავს, არც გეფიქრება ჩემზე, და არც გაშინებს ცივი ქარი... არც საათის მოძრაობა გაშინებს ალბათ... წიკ-წაკ, წიკ-წაკ და კიდევ ერთი წამი, წუთი, საათი... თენდება... თენდება და ჩემი ფიქრები, გრძნობები ღამის წყვდიადში იკარგება...

Комментарии