მე შენ მიყვარხარ, ჩურჩულით ვამბობ და მონატრებას სულით ვეხები, გემუდარები, ნუ მკითხავ რატომ, ამას აგიხსნი, როცა შეგხვდები, სულის ბილიკებს შემოგატარებ,

როცა შენს ბაგეს დავებედები, შემოვიძარცვავ ტკივილის სამოსს და შეშლილ ზღვაში გადავეშვები, სადღაც გარეკა ქარმა ღრუბლები, ბედნიერების წამთან ვჩერდები,
დაგელოდები ცის გასაყართან და შენს სიყვარულს შევეგებები, მე შენ მიყვარხარ, ჩურჩულით, გეტყვი, შეშლილ ზღვაში რომ გადაეშვები, მზის სხივთან ერთად შენს გულს ვიჩუქებ და უსასრულოდ დაგებედები.​

Комментарии

Комментариев нет.