მამა ვიტალი სიდორენკოს ლოცვა

უფალო, ღმერთო ჩვენო! როგორ ვერასოდეს ვიქცევით შენს მოსაწონად. რაც არ გსურს, იმას ვაკეთებთ. დაგვჯაბნეს ცოდვებმა და ვნებებმა. მოწყალეო, ყოვლისშემძლევ, შენი მადლით შეეხე ჩვენს გულებს; მოგვეცი ძალა ცოდვებთან ბრძოლისა; განგვაშორე მაცდური ეშმაკი; მფარველი ანგელოზი მოგვივლინე; მისივე ძალით გვიხსენი. შენ თვითონ თქვი უფალო, რომ ცოდვილთა საცხოვნებლად მოხვედი; შენ თვითონ თქვი, მოწყალეო, რომ ცოდვილის სიკვდილი კი არა გსურს, არამედ მის სინანულს მოელი; თვითონვე ბრძანე შენი უწმინდესი ბაგეებით: „ჩემთან მოსულს არ განვაგდებ“. და, აი, მოგეახლეთ, სასოო ჩვენო, შენს ფეხებთან დამხობილნი ვქვითინებთ. ღმერთო და მეუფეო ჩვენო, ნუ მოგვარიდებ სახეს შენს ქმნილებებს. თუმც ცოდვილნი ვართ, მაგრამ მაინც შენ გეკუთვნით. მოგვანიჭე სიმტკიცე და ძალა, რათა ჩვენი ბოროტი, ცოდვილი ჩვევები დავძლიოთ !!!

Комментарии

Комментариев нет.