ლაზარეს შაბათი გამორჩეულად მიყვარს...

აღდგომის პირველი სხივი სწორედ აქ ჩანს, ოთხი დღის მკვდარს რომ აღადგენს და ნახევრად გახრწნილ გვამს სიცოცხლეს დაუბრუნებს!
ჩვენ ვხედავთ იესოს, ყოვლისშემძლე ღმერთს, რომელიც კანონზომიერებაზე მაღლა დგას და იმავდროულად ადამიანს, რომელიც მეგობრის გარდაცვალებაზე ტირის!
"ლაზარე, გამოვედ გარე!" ამ სიტყვების მოსმენისას შეუძლებელია იქ დარჩე, სადან ბუნების წესმა დაგაყენა!
დახსენ საკვრელნი, გააღე მიწის პირი და გადი, ლაზარე, გარედან თვალცრენლიანი ღმერთი გიხმობს, რომელსაც შენთან მოსვლა "შეაგვიანდა"...
დეკანოზი დავითი 🧡

Комментарии

Комментариев нет.