#ჩიტის რძე თაფლის ფენებით.

რამოდენიმე დღის წინ ეს საოცრება ნამცხვარი გაგიზიარეთ განსხვავებული
რეცეპტით,ეს ცოტა სხვა ვარიანტითაა
მომზადებული,მოახლოვებული ბრწყინვალე #აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით
პოსტს ვამეორებ,ასე რომ არჩევანი დიდი გაქვთ,რომელიც მეტად მოგეწონებათ,ის მოამზადეთ♥️♥️.
ნამცხვარი რომელიც ბავშვობიდან ძალიან მიყვარს და დარწმუნებული ვარ რომ ბევრს უყვარს.
მაშ ასე::::::::::
ცომის მასალა::::::::::
4 კვერცხი
250 გრამი შაქარი
3 სავსე კოვზი თაფლი
150 გრამი კარაქი ან ზეთი
2 არასავსე ჩაის კოვზი სოდა
600 გრამი ფქვილი
მასალა კრემისათვის::::::::
300 გრამი შაქარი
8 სადილის კოვზი ფქვილი
1 ლიტრა წყალი
200 გრამი კარაქი ან ნებისმიერი სპრედი მე #დაჩა გამოვიყენე
2 შეკვრა ვანილი
მასალა მინანქრისათვის:::::::::
1 ცალი მოხარშული შესქელებული რძე
200 გრამი შაქარი
50 გრამი კარაქი
2 სავსე სადილის კოვზი კაკაო.
მომზადება::::::::::::::::::::
თაფლი კარაქი და შაქარი მოვათავსე სქელძირიან ქვაბში და დავადგი დაბალ ცეცხლზე თან ხის კოვზით
განუწყვეტლივ ვურევდი მასა კარამელის ფერის რომ გახდა დავამატე სოდა და ისევ გავაგრძელე მორევა. 1 წუთში გადმოვდგი ხელიდან და სათითაოდ დავამატე კვერცხი ბოლოს გაცრილი ფქვილი.
მოვზილე რბილი ცომი და 1 საათი დავასვენე.შემდეგ გავყავი 4 ნაწილად
გავაბრტყელე და გამოვაცხვე
გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე.
მალე ცხვება და აკონტროლეთ.
კრემი____€€_____€€____€€____€€____€€____
შაქარი და ფქვილი ერთმანეთში კარგად გავხსენი ნელნელა დავასხი წყალი კარგად მოვურიე და. დავადგი დაბალ ცეცხლზე მოსახარშად თან გამუდმებით ვურევდი შესქელებამდე
კრემლი ქვაბის ზედაპირს რომ მოშორდა გადმოვდგი გავაციე და წინასწარ ათქვეფილ კარაქს შევურიე
თან დავამატე ვანილი და ვთქვით დაახლოებით 15 წუთი.
ეს კრემი წავუსვი 3 ფენას ხოლო მეოთხეს მოვასხი მინანქარი რომელიც ასე მოვამზადე _________
ალუმინის პატარა ქვაბში მოვათავსე შაქარი მოხარშული შესრულებული რძე შაქარი კაკაო კარგად მოვურიე და ძალიან დაბალ ცეცხლზე დავადგი თან განუწყვეტლივ ვურევდი ერთიანი მასის მიღებამდეერთი რომ წამოდუღდა გადმოვდგი გაზიდან და ცხელსვე დავასხი ზემოდან.
ეს მინანქარი გამორჩეული იმითაცაა რომ პატარა ზომის ფენებზე შეგვიძლია კრემის სახითაც გამოვიყენოთ და არის უგემრიელესი.
ასეთ ვარიანტში მე ზემოდან დავასხი ნამცხვარს.
ეს მასალა განსაზღვრულია სტანდარტული თურქული საცხობის ტაფისთვის გამოდის საკმაოდ დიდი ნამცხვარი და შეგვიძლია სტუმრების მოპატიჟებაც👍👍💜💜🌷🌷❤❤💜💜
მოამზადეთ ძალიან გემრიელია👍👍
💜💜💜♥️♥️♥️💜💜💙💙💚💚💛 ♥️♥️💛❤❤♥️♥️💜💜💛💛💚💚💙💙💚💚💜💜
. https://www.facebook.com/share/EnUex6yDgNZXKdKu/?mibextid=A7sQZp https://www.facebook.com/profile.php?id=61557689786800&mibextid=ZbWKwL

Комментарии

Комментариев нет.