აია სოფიაში დალუქული კარი, რომელიც აშინებს თურქებს

გადმოცემის თანახმად, როდესაც კონსტანტინოპოლი ( ახლანდელი სტამბული ) თურქების ხელში ჩავარდა, საღმრთო ლიტურგია აღევლინებოდა და
როდესაც მუსლიმები აია სოფიაში შევიდნენ, საღმრთო ლიტურგია შეწყდა.
შემდეგ გამოჩნდა უფლის ანგელოზი, რომელმაც აიღო წმინდა გრაალი, სახარების წიგნი, ჯვარი და გაიტანა კარს მიღმა, რომელსაც ხედავთ.
კარი ჰერმეტულად დალუქა და მას შემდეგ დღემდე, 500 წელზე მეტია, აღარ გაუღებულა...
როდესაც აია სოფია კვლავ გახდება ქრისტიანული, კარიბჭე კვლავ გაიხსნება და მის უკან გამოჩნდება წმინდა გრაალი და მაშინ მღვდელი გააგრძელებს 1453 წელს შეწყვეტილი საღმრთო ლიტურგიას.
აი ასეთი ლეგენდა არსებობს აია სოფიას შესახებ.
რა თქმა უნდა თურქები ბევრჯერ შეეცადნენ მის გაღებას, მაგრამ უშედეგოდ.
მერე კი გადაწყვიტეს დახურული მარმარილოს კარიბჭის დამალვა, რათა მნახველების ყურადღება არ მიიპყროს და ზედმეტი კითხვები თავიდან აიცილონ.
ისინი ყოველთვის ათავსებენ მასზე რაიმეს:
ხან ფოტოგრაფიას, ან სხვა საგნების გამოფენას აწყობენ, ხან ხარაჩოები აქვთ ზედ, როგორც ფოტოზე ხედავთ...
ამბობენ რომ, მათ რაღაცის ძალიან ეშინიათ.
ამიტომაც ტონობით მარმარილო დაყარეს კარიბჭის უკან.
მაგრამ...
„ბედისგან თავის დაღწევა შეუძლებელია“.
როდესაც დადგება სანატრელი საათი, ვერაფერი შეაჩერებს უფლის ხელს და აია სოფია კიდევ ერთხელ გახდება ქრისტიანული!
რაც შეეხება დანარჩენ ნივთებს და მათ შორის
წმიდა საკურთხეველსაც, რომელიც ოქროსგან იყო დამზადებული და
მის ზემოთ ეკიდა იმპერატორთა 30 გვირგვინი წარწერით:
" ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ქრისტიანებს შეეხსენონ იუდას ღალატი. "
ოცდაათი ვერცხლი.
ტრადიციის თანახმად.
სანამ მუჰამედ II კონსტანტინოპოლს დაიკავებდა, იმპერატორმა ბრძანა წმინდა ტრაპეზისა და აია სოფიას ყველა სიწმინდის ქალაქიდან გადმოტანა, რათა თურქებს არ ჩავარდნოდათ ხელში.
სამი ხომალდი ქალაქიდან დაიძრა, რომლებიც სავსე იყო ამ სიწმინდეებით
როგორც ლეგენდა ამბობს მესამე ხომალდი, რომელზეც წმინდა საკურთხეველიც იყო, ბოსფორის წყლებში ჩაიძირა.
მას შემდეგ დღემდე, წმინდა ნაპირის ჩაძირვის ადგილას, ზღვის წყლები ყოველთვის მშვიდი და წყნარია, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ამინდის პირობების მიუხედავად.
ფენომენი ბევრჯერ გამოიკვლიეს, მას ესწრებოდნენ თანამედროვე თურქი მეცნიერებიც, რომლებიც ცდილობდნენ აღმოეჩინათ ამ უცნაური ფენომენის მიზეზი, მაგრამ ფსკერის ტალახიანი შემადგენლობის გამო ეს შეუძლებელია ყოველთვის.
ნ. ქომეთიანი

Комментарии