"იდეალი"

-5ც კვერცხი
-2ჩ.ჭ (200 გრამიანი) შაქარი
-4ს.კ თაფლი
-100გრ კარაქი ან მარგარინი
-2ს.კ კონიაკი
-1ს.კ ხსნადი ყავა (გრანულები არა)
-3ს.კ კაკაო
-2ჩ.კ სოდა+ძმარი
-ვანილი
3.5 ჩ.ჭ ფქვილი ( მასა უნდა იყოს დასასხმელი)
კარგად ათქვეფილ კვერცხს+შაქარი+თაფლი, შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე + კარაქი რომ გადნება + 2ჩ.კ სოდა ძმარში გახსნილი +კაკაო+ყავა+ვანილი, თან ვურიოთ. კარგად რომ შეერევა გადმოვდგათ ორთქლიდან, დავამატოთ კონიაკი და სილიკონის ნიჩბით შევურიოთ ფქვილი. მასა უნდა იყოს დასასხმელი. ეს მასა გავყავი 3 თანაბარ ნაწილად, მე-4 ნაწილი პატარა ზომის თავზე მოსაყრელად. ცხვება 180
გრადუსზე ( კალკა დაუფინეთ).
ცხვება 6-7 წთ-ში, ფირფიტები არის ძალიან რბილი და ფაფუკი.
კრემი:
გათქვიფეთ 200 გრ კარაქი და თითო კოვზით დაუმატეთ 2ც შესქელებული რძე (მოხარშული)+ ვანილი.
ზემოდან მოვაყარე ფირფიტის ნაფშვენები.

Комментарии

Комментариев нет.