წიწაკა ზეთში

ამ რეცეპტით ვამზადებ წლებია და ძალიან გემრიელი გამოდის..ასე, რომ სცადეთ თქვენც..აუცილებლად მოგეწონებათ
მაშ ასე:
წიწაკა-10კგ
ხახვი-3კგ
ზეთი-3,5ლ
ძმარი-2ჩჭ
დაფნის ფოთოლი
შვი წიწაკა
მწარე წიწაკა-0,5კგ
ნიახური, ქინძი,ოხრახუში-2-2დიდი კონა
ნიორი-0,5კგ
მარილი
მომზადების წესი:
წიწაკა, მწვანილი, ნიორი,....გავრეცხოთ და ოდნავ შევაშროთ
ნიორი დავჭრათ, დავჭრათ მწვანილებიც(არცთუ წვრილად)
ხახვი ალყა-ალყა
ნელ ცეცხლზე წამოვადუღოთ ზეთი, ძმარი დავამატოთ დაფნის ფოთოლი, მარილი და შავი წიწაკა
დავტოვოთ ნელ პარზე და ნაწილ-ნაწილ ჩავყაროთ წიწაკები 3-5 წთ-იტ,თან ვაბრუნოთ ქაფქირით
შემდეგ ამოვყაროთ ცხავზე და დავწრიტოთ, ზეთი ჩავაბრუნოთ ქვაბში
როდესაც წიწაკებს მოვრჩებით, იმავე ქვაბში მოვათავსოდ მწვანილი, ხახვი, ნიორი და 3-4 წთ-ით ჩავშუშოდ
გადავიტანოთ წიწაკები ქვაბში , კარგად ავურიოთ და დავაყოვნოთ 5-7წთ-ით.
შემდეგ გადავიტანოთ სტერილურ ქილებში, შევავსოდ თავისივე სითხით. დავამატოთ ასპირინი, გავასტერილოთ 10 წთ-ით და დავხუფოდ
გემრიელ დღეებს გისურვებთ

Комментарии

Комментариев нет.