ლომისობა მოძრავი დღესასწაულია. - 836133211673

ლომისობა მოძრავი დღესასწაულია.

აღინიშნება აღდგომიდან მე-7 კვირას არაგვისა და ქსნის ხეობაში. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – სოფელ მლეთაში. ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან. ტრადიციის თანახმად, “დეკანოზები” (იგივე ხევისბერები) გამოასვენებდნენ დროშას და “ფერხისას,” სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც იმართებოდა დღეობა შესაწირავით.
ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულსა მთა-მთიულეთის სალოცავებსა დიდ ლომისასა, ქსნისა და არაგვის ხეობათა თავდამყურებელსა, ხორასნიდან შვდი ათასი ქართველი ტყვის დამხსნელ-დამბრუნებელსა, წმინდა გიორგის სახელსა და მკლავის ძალასა..
ჰეი, თქვენ არაგველებო გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხმ არ შეგხსნია?!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?!
შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,
ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა?!
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?!
იქნებ, მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა,
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად:
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,
მა ეს ბებერი კრწანისი ასე რამ ააბრდღვიალა?!
ჰეი, თქვენ არაგველებო გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და
მუხლის მოდრეკა მომინდა....../.ლადო ასათიანი/
მ . რ .
#მრ

Комментарии

  • 22 июн 2016 09:51
    Gilocavt gvwyalobdes misi madli midam. Amin
  • 22 июн 2016 10:54
    YVELAS GILOCAVT LOMISOBAS! GVFARAVDES DA GVECEODES - LOMISIS DZALA DA MADLI - CHVEN DA MTLIANAD - CHEM SAQARTVELOS!  AMIN!!!