-------------- მორაკრაკებს ნაკადული, და სიმღერით ყურს აყრუებს, თითქოს დედას გაპარვია და სიცელქით ყურს არ უგდებს. მართლაც გაეპარა თითქოს ისე მიუხვ-მოუხვია, შეერია მინდორ-ველს და ყვავილებიც მოურწყია. ჯერ ერთ მხარეს გადაუხვევს, თან მოჰყვება ნაზი სიოც, მერე სხვაგან დაეშვება, მოიწყინა იქით თითქოს. მოივლის და გულს იჯერებს ნაკადული თვის სიცელქით, ირაკრაკებს,ინავარდებს, ბოლოს მაინც დედას ერთვის. სულს კი იმით დაიმშვიდებს ტყუილად არ გაისარჯა, სწორედ მისი წყალობით ხომ ბაღ-ბოსტანმაც გაიხარა. მოიმღერის,მონავარდობს თვალმახარა ნაკადული, ველ-მინდვრებიც დაამშვენა სიოც მოსდევს საამური. /მანანა ბოჭორიშვილი/
RkiNiS NaKeToBeBiIi
:მანანა ბოჭორიშვილი
ნაკადული
--------------
მორაკრაკებს ნაკადული,
და სიმღერით ყურს აყრუებს,
თითქოს დედას გაპარვია
და სიცელქით ყურს არ უგდებს.
მართლაც გაეპარა თითქოს
ისე მიუხვ-მოუხვია,
შეერია მინდორ-ველს და
ყვავილებიც მოურწყია.
ჯერ ერთ მხარეს გადაუხვევს,
თან მოჰყვება ნაზი სიოც,
მერე სხვაგან დაეშვება,
მოიწყინა იქით თითქოს.
მოივლის და გულს იჯერებს
ნაკადული თვის სიცელქით,
ირაკრაკებს,ინავარდებს,
ბოლოს მაინც დედას ერთვის.
სულს კი იმით დაიმშვიდებს
ტყუილად არ გაისარჯა,
სწორედ მისი წყალობით ხომ
ბაღ-ბოსტანმაც გაიხარა.
მოიმღერის,მონავარდობს
თვალმახარა ნაკადული,
ველ-მინდვრებიც დაამშვენა
სიოც მოსდევს საამური.
/მანანა ბოჭორიშვილი/