როგორ გავაკეთოთ ბეზე ფრანგულად?

ბეზეს გაკეთება რთული გგონიათ? გაგახარებთ და ცდებით, ფრანგული ბეზეს გამოცხობა არ მოითხოვს თქვენგან დიდ კულინარიულ გამოცდილებას! ამისათვის თქვენ სულ ორი სახის ინგრედიენტი გესაჭიროებათ: 4 ცალი კვერცხის ცილა და 2 მთელი 1/4 ჭიქა შაქრის პუდრა.
ბეზე
დაიწყეთ ღუმელის გაცხელებით 95C გრადუსამდე. ბეზეს მომზადების მთავარი საიდუმლო დაბალ ტემპერატურაზე მისი ხანგრძლივი ცხობაა.
საცხობ ფირფიტას მოაცხეთ ცოტაოდენი კარაქი და მოაყარეთ ფქვილი.
ბეზე
გათქვიფეთ კვერცხის ცილა(ოთახის ტემპერატურის) მიქსერით, ჰაეროვანი მასის მიღებამდე. ნელ-ნელა ჩაუმატეთ შაქრის პუდრა და თან განაგრძეთ თქვეფა საშუალო სიჩქარეზე. როცა შაქარი ამოგეწურებათ, დააბრუნეთ მიქსერი მაღალ სიჩქარეზე და თქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე. მიღებული მასა ტორტის მოსართავში გადაიტანეთ.
ბეზე ფრანგულად
საცხობ ლანგარზე გააკეთეთ 30-35 ცალი პატარა ბეზე სტანდარტული მრგვალი, ან ვარსკვლავისებური ტორტის მოსართავი თავით(ამ შემთხვევაში თქვენს ბეზეებს ხინკლის ფორმა ექნება). შედგით ღუმელში და დატოვეთ მისი კარი ოდნავ ღია. აცხვეთ სამი საათის განმავლობაში, ან მანამ, სანამ ბეზეები არ გამოშრება და საცხობი ლანგარიდან იოლად არ აიღება.
beze
დაალაგეთ ბეზეები ცხაურზე, კარგად გასაცივებლად, ხოლო მათ შესანახად გამოიყენეთ ჰერმეტული კონტეინერი.
გაითვალისწინეთ, რომ რაც მეტ შაქარს გამოიყენებთ, მით ხრაშუნა ბეზეები გამოგივათ!

როგორ გავაკეთოთ ბეზე ფრანგულად? - 772042323484
როგორ გავაკეთოთ ბეზე ფრანგულად? - 772042323740
როგორ გავაკეთოთ ბეზე ფრანგულად? - 772042327324

Комментарии

Комментариев нет.