Комментарии
- 8 фев 2023 16:48Лали Арабидзеძალიან ლამაზი ლექსია, მაგრამ გული მეტკინა
️
️
️
- 8 фев 2023 16:49Лали Арабидзе
️
️
️
️
️
️
️
- 6 апр 2023 16:24ნე ნე
- 6 апр 2023 16:25ნე ნეᲬავედი არ გეწყინოს ჩემო ერთად ერთო
- 10 апр 2023 22:09Lika Lika
️
️
️
️
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
♥ დააბრუნეთ სიყვარული დედამიწაზე ♥
უკვე ვეღარ ვითვლი რამდენი საერთო გვაქვს,
ჩემი არსებობა მინდა შევაერთო
შენთან და ერთად ვიყოთ სიცოცხლის დანთხევამდე,
ჩემო ერთო ცალო,ჩემო ერთადერთო!
ჩემსა და შენს შორის დრო ფეხებგაბოტილი
ჩამდგარა,უსირცხვილო ქალივით უნიათო.
მე ცეცხლი მიკიდია გულის წინაგულში,
ახლოს არ მოხვიდე,არის სახიფათო.
შენთანაც,როგორც ჩემთან,ისევ ღამდებიან
დღეები საპატარძლო კაბაში გადაცმული,
ეჭვები ჩემს გულში კლონებად მრავლდებიან,
სული მაქვს მარტოსული,იმედით გაძარცვული.
..
დღესაც გადავთვალე,რამდენი დამთხვევაა
ჩემსა და შენს შორის,რამდენი საერთო...
გულის ყველა წყლულებს თვალები ავუხვიე,
რომ ჩემი აღსასრულით არცერთი გაერთოს.
მე შენსკენ მოვიწევ,შენ ჩემსკენ და თითქოს
მინდა ჩემი სუნთქვა შენთან შევაერთო...
და თუ ვერ დავჯაბნე დრო-ფეხებგაბოტილი,
წავალ და არ გეწყინოს,ჩემო ერთადერთო!