ღმერთს ყველა ერთნაირად უყვარს, ღმერთი თავად არის სიყვარული და მასში არ არის აღრევა ბოროტებასთან.

აქ საუბარია თავად ადამიანის დამოკიდებულებასა და მიმართებასთან ღმერთის მიმართ. ლიბერალები აპელირებენ სწორედ ამ სიყვარულით. იოანე მახარებლის "ღმერთი სიყვარულია" არის საცდურის ლოდი რითაც დღეს ეშმაკი აცდუნებს და ცოდვას, უზნეობასა და უსჯულოებას ხდის კაცთვის მისაღებს. თუმცა უფალს უნდა რა ყველას გადარჩენა, ძალით არავის გადაარჩენს. ის რაც ეწინააღმდეგება ღვთის მცნებას და უპირისპირდება სამყაროს კანონით ისჯება, სადაც აღარ არის მადლი უფლისა და აღარ არის ღმერთი - იქ არის ჯოჯოხეთი. ღმერთის ამ ჭრილში განხილვა, ასე საუბარი და ამით ცოდვის დაკანონება ბრძოლაა ღმერთთან და მისი დადგენილი კანონების თავად ღვთის ყოვლისმომცველი სიყვარულის სახელით უარყოფა. ასეთი მზაკვრობა და სიცრუიე სატანას ახასიათებს და ყველა ვინც ამ ჭრილში საუბრობს და მოქმედებს - სატანას ემსახურება.
ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).

ღმერთს ყველა ერთნაირად უყვარს, ღმერთი თავად არის სიყვარული და მასში არ არის აღრევა ბოროტებასთან. - 815612991003

Комментарии

Комментариев нет.