- ამ ქალის ქმარი სარდაფში მოკვდა,

- ასე იტყვიან შენზე ქალები,
და შენც ასეთი ნაზი და კოხტა
სიყვარულს ვერსად დაემალები.
- ამ ქალის ქმარი ღვინოში მოკვდა,
- ასე იტყვიან შენზე ლოთები,
და შენც ასეთი ნაზი და კოხტა
ახალ სიყვარულს დაელოდები.
- ამ კაცის ცოლმა სხვა შეიყვარა,
- ასე იტყვიან ჩემზე ბიჭები,
გამიხსენებენ, როგორც ნიკალას,
და თბილ სამარეს დააბიჯებენ
ლადო ასათიანი - ამისი ქმარი სარდაფში მოკვდა...

Комментарии