რა არის ქალი?

ქალი ჩიტია,
თუ ხელს გაუშვებ გაგიფრინდება,
წავა და სხვასთან დაიდებს ბუდეს
შენ აღარასდროს დაგიბრუნდება,
რა არის ქალი? ქალი ეშმაა
შეგაცდენს და თავს დაგაკარგვინებს,
ისე ჩაგიყვანს წყაროზე მწყურვალს
და იქ წყალსაც არ დაგალევინებს
რა არის ქალი? ქალი ღვინოა,
სასოწარკვეთილს მაინც გაგართობს,
ახლოს არ მოვა შორიდან გიცქერს,
შენც შეხედავ და უცებ დაგათრობს
ქალი ძალაა, სასტიკი ძალა
ბევრ ვაშკაცს მუხლსაც მოახრევინებს,
თუ შეგიყვარდა ლამაზი ქალი,
უფრთხილდი თავსაც მოგაკვლევინებს,
ქალი ვარდია, ქალი ეშმაა,
ქალი ნაზი და ულმობელია,
მაგრამ ქალი ხომ მაინც ქალია,
ქალი დედა და ღვთისმშობელია !!!

Комментарии

  • 22 янв 2018 20:42
    Ulamazesi leqsia
  • Комментарий удалён.
  • 5 фев 2018 12:54
    Ratginda iseti damshveneba sadac sikvaruli araa torem ukmrrod da ucolod aravin darcheba
  • 26 апр 2018 10:57
    ქალის სხეულზე მშვენიერი არაფერია
  • 11 окт 2018 11:50
    kargi qli an dagagcevs an agashenes:-D:-D:-D
  • 5 июл 2019 17:01
    აღმოჩნდა რომ ქალი ხაფანგია, მახეა. მამაკაცს გონია რომ ქალი გააბა, სინამდვილეში ქალი აბამს ისე რომ მამაკაცი ამას ვერ ხვდება.:-D:-):-P
  • 26 авг 2019 00:45
    კაია
  • Комментарий удалён.
  • 14 ноя 2020 09:45
  • 14 ноя 2020 10:00
    ქალი ქალიაო თითქოს წყნარიაო...თუ არ გააბრაზებ ცეცხლის ალიაო.ქალი თუ ატირდა სევდის ბრალიაო,ქალი ადედოფლოს კაცის ვალიაო.ქალი ქალიაო ნატვრის თვალიაო. ქალმა სილამაზის წყალი დალიაო.ქალი ქალიაო,გრძნობით მთვრალიაო,ქალს ვერ შეაშინებს წვიმა,ქარიაო.ქალი ქალიაო,თითქოს მკაცრიაო,მაგრამ თუ უყვარხარ მშვიდი,ლაღიაო.ქალი ქალიაო,ბაღის ვარდიაო,ქალი რომ არ დაჭკნეს,კაცის ვალიაო.
  • 5 дек 2020 21:31
  • 27 мар 2021 14:08
    Umagresia
  • Комментарий удалён.
  • 24 ноя 2024 01:19