ოცი წლის შემდეგ- მეყოლება შვილიშვილები...

ოცი წლის შემდეგ- გავიმუქებ ალბათ ქერა თმას...
ოცი წლის შემდეგ- სადღაც ახლოს შუა ასაკთან,
მე შევეცდები ისევ შენთვის მთების გადადგმას...
ოცი წლის შემდეგ- მეყვარება ბაღი ნოემბრის...
და უმიზეზოდ ხშირად ცრემლიც მომეძალება...
დამჭკნარ ფოთლებსაც სიყვარულით მოვეფერები
და გაზაფხულის სურნელება მომენატრება...
ოცი წლის შემდეგ- საუკუნის ნახევარს დავცლი...
ოცი წლის შემდეგ- ფერს შეიცვლის ჩემი ბუნებაც...
ოცი წლის შემდეგ- იქნებ სულაც არ ვიყო მაშინ...
ოცი წლის შემდეგ- ფიქრებს დახრავს არდაბრუნება...
ოცი წლის შემდეგ,დღევანდელი ჩემი ლექსები
მომეჩვენება ცოტა სუსტი, გაუმართავი...
და მერე ისევ ჩავასწორებ ჩემს ძველ ნაწერებს,
ალბათ მექნება გრძნობა ისევ დაუღალავი...
ოცი წლის შემდეგ- გულზე ეკლებს ხელით შევსწვდები...
ოცი წლის შემდეგ- აღარ დავლევ უშაქრო ყავას...
ოცი წლის შემდეგ- ძველებურად თავს მოგაბეზრებ...
ოცი წლის შემდეგ- ამიჩქროლებს სისხლს შენი ნახვა...
ოცი წლის შემდეგ- მეყვარები ამაზე მეტად!..
როცა შენზე ფიქრს ყოველ ღამეს მივუძღვნი თეთრად...
ოცი წლის შემდეგ- იქნებ სულაც არ ვიყოთ ერთად,
მაგრამ,მე მაინც მეყვარები ყველაზე მეტად!...
ია ნანეიშვილი ოცი წლის შემდეგ

Комментарии

  • 25 авг 2017 11:50
    umagresi leqsia
  • 25 авг 2017 12:04
    20 წლის შემდეგ?????.....:'(:'(:'(:'(
  • 25 авг 2017 12:52
    :'(:'(:'(
  • 25 авг 2017 13:49
  • 25 авг 2017 17:56
    Rogori shesanishnavi sityvebia.....
  • 25 авг 2017 22:46
    #u9b079b0736s##u9b079b0736s##u9b079b0736s##u9b079b0736s#
  • 26 авг 2017 01:32
    ai siyvaruliw amas qvaaaa,tu namdvilia mxolod sikvdili tu dagaviwyebs maas
  • 26 авг 2017 07:15
    Oci wlis shemdeg iqneb sulac arviyot ertadmagram mainc meyvarebi yvelaze metaddd️️️️️️️️️️️
  • 26 авг 2017 10:57
    ჟრუანტელმა დამიარა
    gif
  • 29 авг 2017 18:41
    31 ვიქნები 20 წლის შემდეგ. აუ რა კაი ლექსია
  • 31 авг 2017 17:09
    Magaria martla magaria kvela satitaod
  • Комментарий удалён.
  • 23 дек 2017 21:05
    ოცი წლის შემდეგ.
    კვლავაც მოხვალ,
    ლამაზ ფიქრებად.
    ოცი წლის შემდეგ
    მეყვარები
    უფრო ძლიერად..
  • 22 июн 2018 11:30
    Didebuli ram aris siyvaruli
  • 7 сен 2018 11:16
    თითოეული სიტყვა მტკივა,დრო გარბის შეუმჩნევლად
  • 11 окт 2018 11:45
    rasac ver shevacherebt da ukan ver davabrunebt droaa
  • 5 ноя 2018 22:24
    ცი ცი ответила mokled vauqmeb
    Namdvilad ases
  • 27 мар 2021 14:04
  • 27 мар 2021 14:04
  • 27 мар 2021 14:04
    Dzaan kargi leqsia lamazi sityvebia
  • 26 мая 2021 07:01
  • 26 мая 2021 07:01
  • 26 мая 2021 07:01
  • 28 дек 2022 16:10
    ოცი წლის შემდეგ მეყვარები ამაზე მეტად ! როცა შენზე ფიქრს ყოველ ღამეს მუვუძვნი თეთრად
  • 21 ноя 2023 20:25
    და რადგან ბედად საბოლო სურვილი დასცდა.
    ყულფში გახლართულს ნეტარებად ისიც ეყოფა.
    ჩამოუთვალონ სათითაოდ ის ვინაც დასცა
    ვინც მიუსაჯა გალიაში თავის შეყოფა
    გამოიდარებს,გადაივლის გრიგალი მარდი
    კვლავ ისევ ისე იფრიალებს ქარში ხატება
    ყვავილების და არიქნება ამქვეყნად დარდი
    იქნება მხოლოდ სიყვარულში თავის დადება
    აღარ იქნება არავისთვის სიმართლე მწარე.
    კვლავ გაანათებს უბედობას სხივი იმედის
    უნიჭობაც კი არიქნება იმდენად მდარე
    ღირსი არიყოს საპატიო დაფნის მიღების..
    თუმცა სამართლის თუნდ უაზროს მსახური იტყვის
    ჯალათიც იფშვნეტს ბედნიერი ხელებს და ნახავ
    რაც მოედანზე უმოწყალო ბრბოს ხმაში ისმის.
    ყველაფერს მხოლოდ უსიცოცხლო ელფერი დაჰკრავს...