7 дек 2015

შენი ნაოჭები უფარავი,

შენი მოსახური შალის,
ახლა ყველა სითბოს მირჩევნია,
როგორ გამათბობდა ან კი...
როგორ წამომტკივდი,მომიარე,
იქნებ დამესიზმრო ღამით,
შენი ლოცვასავით შემაწიო
შებლზე ნიავი და წყალი.
გულზე მრავალძარღვა დამაფინო,
მშველის,
ნუღარაგაქვს დარდი,
შენი ნაოჭების გახსენებაც-კურნავს,
გეფიცები ძალგიძს!....-
-ძალგიძს,უსიტყვოდაც მაპატიო
თუ კი მარტო დარჩი სახლში,
თუ კი აღდგომაზე ვერ გესტუმრე-
-გულში არ გაივლო,არ ღირს...
...გულში არ გაივლო ტკივილები,
შენი წნევის დამაქვს დარდი,
შენი კალთის გამო დავიძინებ,
ოღონდ დამესიზმრო ღამით...
ოღონდ შემომიხვდე ხილვასავით,
შენი ფერწახდილი კაბით,
ისევ შავი შალი გახურავს თუ
ფერი შეგეცვალა თალხის?!...
....ისევ რუდუნებით დასტრიალებ
სახლ-კარს ყვავილების გასწრივ,
ვიცი ჩემი ცრემლიც შეგაშფოთებს,
არა არ ვტირივარ ან კი.....
რა მაქვს სატირალი,როცა სადღაც
მაინც მეგულები დაღლილს,
როცა ნაოჭების გახსენება
ფიქრებს შვებასავით მაყრის....
.........................
რას არ გავიღებდი იმ შალისთვის,
შენ რომ გიყვარდა და ღამით
ისე მოვიხურავ,ჩავიხუტებ-
თითქოს ჩემთან მყავდე სახლში.......

Комментарии

Комментариев нет.