სევდათა შორის სევდამ იმძლავრა

განშორების წუთებს ვითვლი,
გულს გაახსენდი და გადაიღალა
მოსძალებია კვლავ შენზე ფიქრი
ისევ ავყევი ურითმო ფიქრებს
გულში დარდად მომძალებიხარ
ფანჯრის რაფაზე კვლავ ვითვლი ფიფქებს
თურმე რა ძლიერ მომნატრებიხარ
ბედნიერების წუთებს ვიგონებ
გასახსენებლად ხომ მაინც ღირდა
უსულო სხეულს ვეღარ ვიმონებ
ძველი ეჭვები გულს ისევ ღრღნიდა
ვგონებ გიყვარდი, ალბათ არ ვცდები
ძველი სიტყვებიც ხომ ამას ნიშნავს
ჩემგან შორს წასვლით ვიცი შეცდები
არ წახვიდეთქო არასდროს მითქვამს

Комментарии

Комментариев нет.