თამაზ ლიპარტელიანი

სულში ვნებით ჩაიწურე,
ვით მაჭარი მოფუცხუნე,
საკუთრებად დაგიგულვე,
შვებით გიმღერ და გიყურებ.
მოჰგავ გაზაფხულის ყვავილს,
მე კი ფუტკარს მოფუსფუსეს,
შენთვის ვით ირემი ვბღავი,
შენი სუნთქვის ჰანგებს ვუსმენ.
შორს ხარ,მაგრამ ჩემს გულში ხარ,
შემოაღე გულის კარი,
ცის დეოფლად სულში ზიხარ,
შენი ლაღი ნიავქარით.
ახლოს მოდი ბაგეს მივწვდე,
ვნებამ ცეცხლი გააჩაღოს,
ღირსეული დღეს ვარ სიძე,
შენ კი ჩემი ცის ყაყაჩო.

Комментарии

Комментариев нет.