თამაზ ლიპარტელიანი

გულში ანთიხარ
დღეს შენი სახე აღარ მასვენებს,
ცად მოკაშკაშე-ცისკრის ვარსკვლავი,
ტრფობის ცეცხლისგან შენ შემაჩვენე,
დამაყრევინე მისგან ფარ-ხმალი.
გულში ანთიხარ როგორც სანთელი,
ღამის წყვდიადში სავსე მთვარე ხარ,
ვერ მოგეფერე ბაგე-მარჯვენით,
ჩემი წარსულის ტრფობის მაცნე ხარ.
გამოგექეცი ჩუმად, უსიტყოდ,
რომ მისცემოდა შენს სულს მშვიდობა,
მას მერე დავალ უგზოდ-უმიზნოდ,
მახსოვს უსიტყვო შენი პირობა.
გაქვს ოჯახი და კეთილდღეობა
ბედნიერი ხარ შვილებით შენით,
მაგრამ არა გაქვს ტრფობით მზეობა,
ბევრჯერ დასწყევლე მიტომ გამჩენი.
ეს შენი ბრალი არ არის კარგო
ეს ჩვენი წესის გამარჯვებაა,
სულის შვებისთვის არ არის სარგო,-
ის სიყვარულის დამარცხებაა.
გიგონებ როგორც წმინდა ღვთაებას,
რომელმაც ჩემი სული შესძარი-
და სულს შემორჩი იმ მოგონებად,-
რომელიც მარად მისკენ მეძახის!
17.1.2015

Комментарии

Комментариев нет.