. . როცა გტკენენ,მაშინ სულ არ ედარდებით, მაშინ სულ არ ეფიქრებათ შენი გული. საქციელი-ჩვენივ გრძნობის სამხილია, საქციელში-იკითხება დაფარული... როცა გტკენენ,გონიათ რომ დაივიწყებ, გაუგიათ,-დრო ყველაფრის მკურნალია... არაფერიც! დრომ მიჩვევა იცის მხოლოდ, დარდი ისევ დარდია და,მწუხარეა... შეიცვლები,ვერ გიცნობენ ხასიათით და გკითხავენ: "ასე როდის შეიცვალე"?! -ალბათ მაშინ,როცა გულზე გაიარეს... როცა დიდი სიძლიერე დაიბრალე... როცა გტკენენ-იცინიან,შენ კი ტირი. და ამ ცრემლებს მიაქვს შენგან ძველი სახე... შეიცვლები,აბა როგორ...შეიცვლები... როცა დიდი გულისტკენა გადალახე... /ია ნანეიშვილი/
✌️სიმღერები✌️Music✌️
:უეკლო ვარდი
.
. .
როცა გტკენენ,მაშინ სულ არ ედარდებით,
მაშინ სულ არ ეფიქრებათ შენი გული.
საქციელი-ჩვენივ გრძნობის სამხილია,
საქციელში-იკითხება დაფარული...
როცა გტკენენ,გონიათ რომ დაივიწყებ,
გაუგიათ,-დრო ყველაფრის მკურნალია...
არაფერიც! დრომ მიჩვევა იცის მხოლოდ,
დარდი ისევ დარდია და,მწუხარეა...
შეიცვლები,ვერ გიცნობენ ხასიათით
და გკითხავენ: "ასე როდის შეიცვალე"?!
-ალბათ მაშინ,როცა გულზე გაიარეს...
როცა დიდი სიძლიერე დაიბრალე...
როცა გტკენენ-იცინიან,შენ კი ტირი.
და ამ ცრემლებს მიაქვს შენგან ძველი სახე...
შეიცვლები,აბა როგორ...შეიცვლები...
როცა დიდი გულისტკენა გადალახე...
/ია ნანეიშვილი/