მსუნაგობით შეპყრობილი მაცივარში თავი შევყავი და ცისფერ ლანდებს კარის იქით ვაქსოვ, აქ დავმალე ჩურჩხელები , რავი, ასე მახსოვს... აქ მდუმარებს გოჭის თავი, ინდაურის ფეხი, -ამ ღამეში რაღას ეძებ , შენ დაგეცა მეხი!!!😀 ჩემო თავო , აღარ გახსოვს, სად აჰკარი წონა?! რა ხარ ასე მსუნაგი და მართლა მუცლის მონა! და მეც ჩავსკდე მაცივართან, ვით ბაჟეში ღომი, ოღონდ სხვებმა გააჩაღონ სასწორებთან ომი! ოღონდ ვთქვა , თუ ჩემმა ლანდმა , როგორ მოიხედა, შიმშილისგან ეცემოდა წარამარა ბნედა... რომ ამ საჭმელს მაცივარი როგორ ასხვაფერებს, თუ არ შეჭამ, ვით გამოსცემს კუჭი უცხო ბგერებს, რომ ამ გზაზე ზღაპარია ჩემი სითამამე, მშიერი რომ დაიძინებ , ჩაქრეს აის ღამე! ოჰ , არასდროს არ შობილა ღამე ასე წყნარი, მაცივარში არაფერი როცა აღარ არი!
"𝕋𝕀𝕃𝕀𝕊𝕄𝔸"
:✞მູ້ဢყՅနհရ✞ ✞
ჯერ არასდროს არ ყოფილა წონა ასე მყარი!
მსუნაგობით შეპყრობილი მაცივარში თავი
შევყავი და ცისფერ ლანდებს
კარის იქით ვაქსოვ,
აქ დავმალე ჩურჩხელები ,
რავი, ასე მახსოვს...
აქ მდუმარებს გოჭის თავი,
ინდაურის ფეხი,
-ამ ღამეში რაღას ეძებ ,
შენ დაგეცა მეხი!!!😀
ჩემო თავო , აღარ გახსოვს,
სად აჰკარი წონა?!
რა ხარ ასე მსუნაგი და
მართლა მუცლის მონა!
და მეც ჩავსკდე მაცივართან,
ვით ბაჟეში ღომი,
ოღონდ სხვებმა გააჩაღონ
სასწორებთან ომი!
ოღონდ ვთქვა , თუ ჩემმა ლანდმა , როგორ მოიხედა,
შიმშილისგან ეცემოდა
წარამარა ბნედა...
რომ ამ საჭმელს მაცივარი
როგორ ასხვაფერებს,
თუ არ შეჭამ, ვით გამოსცემს კუჭი უცხო ბგერებს,
რომ ამ გზაზე ზღაპარია ჩემი სითამამე,
მშიერი რომ დაიძინებ ,
ჩაქრეს აის ღამე!
ოჰ , არასდროს არ შობილა ღამე ასე წყნარი,
მაცივარში არაფერი როცა აღარ არი!