იაშვილი ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი გვარია საქართველოში.
ყველაზე ადრინდელი ცნობა იაშვილების საგვარეულოს შესახებ 1432 წლით არის დათარიღებული.ქალაქ ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში დაცული საბუთებით (N 1484) იაშვილების სათავადოში მოიხსენიება სხვადასხვა თანამდებობები-''სახელოები'',მდივანი,მესტუმრე,ხელოსანი და სხვა.რაჭაში წარჩინებულ თავადაზნაურულ გვარეულობათა შორის გამოირჩეოდნენ იაშვილები,რომელთა დაწინაურება და გათავადება XV საუკუნით თარიღდება.იაშვილები მიეკუთვნებიან ე.წ ''დიდებულ თავადების'' კატეგორიას. ვახუშტი ბატონიშვილი თავის უნიკალურ შრომაში ''აღწერა სამეფო საქართველოსა'',ამ გვარს მოიხსენიებს ერთ-ერთ წარჩინებულ გვარს რაჭაში.სულ ამ შრომაში გვარი იაშვილი ნახსენებია ცხრაჯერ,მათგან რამოდენიმეჯერ,როგორც სოფელ სადმელისა და ციხისიმაგრე კვარას მფლობელნი. საქართველოს მთავარმმართებლისა და იმერეთის მმართველის დავალებუთ 1811 ჩატარდა რაჭის სოფლებისა და მოსახლეობის აღწერა.ამ მონაცემების მიხედვით რაჭა შედგებოდა ლაბატონოსა(სათავადოსა)-საერისთავოს,საწულუკიძეოს,საიაშვილოს,საჯაფარიძეოს და ერთი პატარა ეპარქიისგან. რაჭაში თავად იაშვილებს 2 სასახლე ჰქონდათ,ერთი სოფელ ღვიარაში,მეორე კი სოფელ კლდისუბანში,სადაც დღესაც დგას თავად იაშვილების ციხესიმაგრის ნანგრევები მდინარე რიცეულასთან.ამ ციხესიმაგრის 2 კოშკი კარგად არის შემონახული,აქვეა წყაროს.ამ სასახლის გვერდით იყო იაშვილების კარის ეკლესია.
იაშვილები
:oo -
იაშვილი ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი გვარია საქართველოში.
ყველაზე ადრინდელი ცნობა იაშვილების საგვარეულოს შესახებ 1432 წლით არის დათარიღებული.ქალაქ ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში დაცული საბუთებით (N 1484) იაშვილების სათავადოში მოიხსენიება სხვადასხვა თანამდებობები-''სახელოები'',მდივანი,მესტუმრე,ხელოსანი და სხვა.რაჭაში წარჩინებულ თავადაზნაურულ გვარეულობათა შორის გამოირჩეოდნენ იაშვილები,რომელთა დაწინაურება და გათავადება XV საუკუნით თარიღდება.იაშვილები მიეკუთვნებიან ე.წ ''დიდებულ თავადების'' კატეგორიას.
ვახუშტი ბატონიშვილი თავის უნიკალურ შრომაში ''აღწერა სამეფო საქართველოსა'',ამ გვარს მოიხსენიებს ერთ-ერთ წარჩინებულ გვარს რაჭაში.სულ ამ შრომაში გვარი იაშვილი ნახსენებია ცხრაჯერ,მათგან რამოდენიმეჯერ,როგორც სოფელ სადმელისა და ციხისიმაგრე კვარას მფლობელნი.
საქართველოს მთავარმმართებლისა და იმერეთის მმართველის დავალებუთ 1811 ჩატარდა რაჭის სოფლებისა და მოსახლეობის აღწერა.ამ მონაცემების მიხედვით რაჭა შედგებოდა ლაბატონოსა(სათავადოსა)-საერისთავოს,საწულუკიძეოს,საიაშვილოს,საჯაფარიძეოს და ერთი პატარა ეპარქიისგან.
რაჭაში თავად იაშვილებს 2 სასახლე ჰქონდათ,ერთი სოფელ ღვიარაში,მეორე კი სოფელ კლდისუბანში,სადაც დღესაც დგას თავად იაშვილების ციხესიმაგრის ნანგრევები მდინარე რიცეულასთან.ამ ციხესიმაგრის 2 კოშკი კარგად არის შემონახული,აქვეა წყაროს.ამ სასახლის გვერდით იყო იაშვილების კარის ეკლესია.