ჩემი ხელები შენსას ელიან..

როცა აპრილი ცამდე აპრილობს..
შენს მაისობას ელის თვალები....
წვიმა როდესაც გარეთ ხმაურობს..
თითქოს დარდიანს მესაუბრები...
შენი თვალები ვიცი გამთანგავს...
სურვილად დამლევს შენი ტუჩები..
იქნებ დედოფალს ღმერთიც აღარ გწამს..
მარხულს ფიქრებში რომ მეხუტები...
გადის ზამთარი და გაზაფხულიც...
ოთხჯერ ნატკენი ოთხი დრო მტოვებს..
და ილუზია ჩვენი შეხვედრის...
არ ვიცი ამ გულს რატომ არ ტოვებს...
ჩემი ხელები შენსას ელიან..
მსუსხავს ოცნება ბევრჯერ ნატკენი...
დარდით დავხუჭავ თვალებს ცრმელიანს..
და შენს ჩარაზულ კართან დავჯდები..
ალბათ სევდიანს წამლეკავს წვიმა..
როგორც ხმელ ფოთლებს ბაღში მოფენილს..
გულით ვინატრებ იმ ბოლო დილას..
სევდიან გულზე შენს თმებს მოფენილს...ზ.ბ.

ჩემი ხელები შენსას ელიან.. - 573068698665

Комментарии