8 ноя 2013

"ბარსელონა" - "მილანი": ფეხბურთელთა კომენტარები მატჩის შემდეგ

"ბარსელონა" - "მილანი": ფეხბურთელთა კომენტარები მატჩის შემდეგ - 547338810659
გუშინ "ბარსელონასმ" "მილანს" 3-1 სძლია. მატჩის შემდეგ ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს. მეორე გოლის ავტორმა, სერხიო ბუსკეტსმა განაცხადა, რომ ბედნიერია რადგან გოლის გატანა შეძლო, განსაკუთრებით კი თავურმა გაახარა, რადგან გუნდში მაღალი ფეხბურთელები არ თამაშობენ და ეს საკმაოდ იშვიათია.

ფეხბურთელი ასევე მოხარულია იმ ფაქტით, რომ გუნდმა შემდეგ ეტაპზე გასვლა შეძლო: "ჩვენს მიზანს მივაღწიეთ. ვფიქრობ, ნამდვილად კარგი პირველი ნახევარი ჩავატარეთ, თუმცა საკუთარ კარში გოლის გატანა ნადვილად სამარცხვინოა. მეორე ნახევარში არსებული პრობლემების მიუხედავად მატჩის სასურველ შედეგამდე მიყვანა შევძელით."

ბუსკეტსმა ლეო მესის ფორმაზეც გაამახვილა ყურადღება: "ვიცოდით, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო."

მატჩის შემდეგ კომენატრები სხვა ფეხბურთელებმაც გააკეთეს:

ჩავი ერნანდესი:

"გამარჯვებით მოხარული ვარ. კარგი მატჩი ჩავატარეთ."

"გუნდი ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს. ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს: ვითამაშოთ მაღალ დონეზე და მოვიგოთ მატჩები. ეს არის ჩევნი ფილოსოფია."

ნეიმარი:

"გამარჯვებამ და მომდევნო ეტაპზე გადასვლამ ძალიან გამახარა."

"წინ გრძელი გზა გველის, თუმცა ყველაზე მეტად მახარებს ის ფაქტი, რომ როგორც გუნდი დღითიდღე ვუმატებთ"

"მესი არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, ის უბრალოდ გენიოსია, მსოფლიოში საუკეთესოა. ვფიქრობ მას კიდევ ერთი ოქროს ბურთის მოპოვება შეუძლია."

Комментарии

Комментариев нет.