მე შენთვის ვწერდი ლამაზ სტრიქონებს,

ყველაფერს ლამაზს შენ გადარებდი,
გიკრეფდი ვარდებს და იის კონებს,
მეგონა შენს გულს გავახარებდი.
შავ მერცხალივით შორს გამიფრინდი,
უშენოდ დამრჩა კვლავ სიმარტოვე,
მე გადავაგდე კალამი ხრამში,
და პოეზია ცას მივატოვე.
მშვიდობით ჩემო ნაზო ქმნილებავ,
მშვიდბით ჩემო ოცნების თვალო,
მშვიდობით ჩემო ციცინათელავ,
ჩემს ოცნებებში გაზრდილო ქალო.
მე დღე დღეს მიყვება წყებათა წყება,
როგორც ფოთლები ლამაზ ვერხვების,
სიცოცხლე შენზე ფიქრში გავლიე,
სიკვდილსაც შენზე ფიქრში შევხვდები.

მე შენთვის ვწერდი ლამაზ სტრიქონებს, - 802726772785
  • Nika Pashalishvili & Dato Metaplishvili - Me shentvis vcerdi

Комментарии

Комментариев нет.