14 июл 2013

შედარებით ტესტ-დრაივში Subaru Impreza -მ და Mitsubishi Evo Х -მა Porsche 911 და Audi R8 დაჯაბნეს

გერმანულმა საავტომობილო ჟურნალმა Autozeitung.de-მ სრულამძრავიანი მანქანების შედარებითი ანალიზი ჩაატარა.
ამ ტესტისთვის შეირჩა 10 მოდელი, რომლებიც რბოლაში წყვილ-წყვილად მონაწილეობდნენ. გამოცდა ავსტრიაში ცილერტალის თოვლიან ველებზე ჩატარდა. ყოველ მანქანას თოვლზე სამი სატესტო დავალება უნდა შეესრულებინა: აღმართის დაძლევა, დამუხრუჭება და ტრეკის სწრაფი გავლა. უღელტეხილის გავლა გამოავლენდა მანქანის მიერ აღმართების დაძლევის შესაძლებლობას, ხოლო 50 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის დროს სამუხრუჭე მანძილი გვაჩვენებდა, რომელი მანქანითაა უფრო უსაფრთხო დაღმართზე მოძრაობა.
მთავარი გამოცდა- ტრეკზე რბოლა: 4 კილომეტრიანი დისტანციის დაფარვა ვიწრო და ფართე მოსახვევებით.
ყველა ავტომობილი აღჭურვილი იყო ერთნაირი ზამთრის საბურავებით.
როგორც შედეგებმა აჩვენა,იაპონურმა Subaru Impreza WRX STI-მ და Mitsubishi Lancer Evo Х-მა საგრძნობლად დაჯაბნეს ისეთი ცნობილი გერმანული სრულამძრავიანი მანქანები როგორიცაა Porsche 911, Audi R8 და BMW X3 .

შედეგები: (მოცემულია ავტომობილის მოდელი და მის მიერ დისტანციის დაფარვის დრო)
Mitsubishi Lancer EVO 1:03,9
Subaru Impreza WRX STI 1:04,9
Audi A4 3.2 FSI quattro, 1:07,8
Saab 9-3 2.8 V6 T XWD, 1:08,9
Mercedes ML 420 CDI, 1:09,5
Porsche 911 Carrera 4S, 1:10,5
Range Rover Sport TDV8, 1:11,5
Volkswagen Tiguan 2.0 TSI, 1:13,0
BMW X3 xDRIVE 25i, 1:13,4
Audi R8 4.2 FSI quattro, 1:16,1

Комментарии

Комментариев нет.