დილა მშვიდობისა, ჩემო საყვარელო,

დილა შენთან ერთად სიცოცხლის ფერია.
ცხელ ყავასთან ერთად მიყვარს შენი ტუჩების გემო,
/ასე რატომ მიცქერ? - არ გამიფრენია/.
დილა მშვიდობისა, ჩემო ერთადერთო,
შენთან გაღვიძება სინათლის სხივია.
ალბათ ნებას მომცემ ახლა, გაგაღმერთო,
მეყო რაც აქამდე უშენოდ მივლია.
დილა მშვიდობისა, ჩემო სიყვარულო,
დილა ჩვენს გულებში სიყვარულს ანათებს.
დილით ფინჯან ყავასთან სჯობს რომ ვისაუბროთ
და ისე ვიცინოთ გულების დაღლამდე.
მინდა ყველა დილა შენთან გამითენდეს,
მინდა შენი სუნთქვის სიხშირეს ვითვლიდე.
ორივეს გულები ერთი რიტმით ძგერდეს
და შენ ყოველ დილას სიყვარულს მიხსნიდე.
ყველა განთიადზე მინდა ჩემთან იყოთ,
შენ, ცხელი ყავა და თეთრი რაფაელო.
დილა მშვიდობისა, დილა მშვიდობისა,
დილა მშვიდობისა, ჩემო საყვარელო...!!!

დილა მშვიდობისა, ჩემო საყვარელო, - 885808502761

Комментарии

  • 8 сен 2019 12:14
    ჩემნაირებს არ პოულობენ, ისინი ფეხაკრეფით მოდიან "ჯანდაბიდან" და ხელის გულებს გვირილებით გივსებენ...... მათ არც წასვლა იციან, მით უფრო დარჩენა, რადგან არც ერთი არსებობს, და არც მეორე...!!!
  • 8 сен 2019 12:15
    ყოველი წამი
    სავსეა შენით
    და უფრო მეტად
    მეტი მინდები!...
    ახლა თვალებში
    ღამეს ახედებ,
    მე კი ეჭვების
    მონა გიხდები...
    წამომეშალნენ,
    რა ვქნა,ფიქრები,
    შემიძვრენ სულში
    როგორც ჭინკები...
    შენ ,ვით სხივები
    მზის ფერ - თბილები,
    ჩემში სიცოხლის
    წყაროდ იღვრები...
    და შენს მკლავებში
    მომწყვრევ - მოქცეულს,
    ეს მერამდენედ
    ვნებით გიკვდები,
    ტანზე მრჩებიან
    ნახატ - ნაქარგად
    მოუსვენარი,
    ცელქი თითები....
    და გამჩნევ ყველგან
    ჩემს ნატუჩარებს,
    ჩემში ვულკანის
    ლავით იცლები...
    ზეწარი,როგორც
    მდელო გვირილით,
    მოფენილია
    ამწყდარ ღილებით...
    და გადახსნილი
    საკინძე მერე
    სულ ვეღარ მალავს
    მკერდის სიშიშვლეს...
    ადის და ჩადის
    ღელვით და რწევით,
    ვით შლეგ ტალღებზე
    დამდგარი გემი....
    ყოველი წამი
    სავსეა შენით...
    უფრო და უფრო
    მეტი მინდები...
    ახლა თვალებში
    ახედებ ღამეს
    და მე ეჭვების
    მონა გიხდები...!!!
  • 8 сен 2019 12:16
    ...ყველა  ადამიანი  თავად არის  ყველაფერში დამნაშავე, თავად არის საკუთარი თავის მტერი, იმიტომ რომ, მთელი სიცოცხლე გაორებულია, გაორებული კი არ არის, ყველაფერი ორი აქვს მომადლებული ბუნებისგან, არა მარტო ფეხი, ხელი, თვალი და ყური – ფიქრიც, მიზანიც, თვალსაზრისიც, სურვილიც… მდინარესავით ორ ნაპირს შორის მიედინება სულ, გაჩენის დღიდან, და აქამდე არ იცის ვერ დაუდგენია, რომელი ურჩევნია, რომელ ნაპირს მიეტმასნოს უფრო მეტად, რომელს მიეხეთქოს მთელი ძალით, რომელს მიეკედლოს და რომელს გაულაწუნოს მღვრიე ტალღა სილასავით.....
  • 8 сен 2019 12:20
    აირია! ყველაფერი აირია, გულს გაუღებ? შემოვლენ და გაივლიან....! გულს აჩუქებ? უყოყმანოდ გაჰყიდიან! სიყვარულს კი სიძულვილში გაგიცვლიან.,..! სითბოს მისცემ? სიყალბეში ჩაგითვლიან, შეცდომებს კი სათითაოდ დაგითვლიან... შემიძლია, გაღიმებაც შემიძლია! ტკივილებს თუ სიხარულით შემიცვლიან, გულზე ლახვარს არასდროს თუ არ ჩამცემენ, მე ბოლომდე, ერთგულება შემიძლია! გააციეს, სიყვარულიც გააციეს და მარტივად საგულედან გააცილეს, ნეტავ მეც რომ ყველაფერი შემძლებოდა, და ჩემთვისაც მიტოვება გაადვილდეს, დამივიწყეს, წავიდნენ და დამივიწყეს, ჩემი სითბო, სიყვარული გამირიყეს, მღალატობდნენ და თვალებში მიყურებდნენ, უფალი და ღვთისმშობელი დამიფიცეს.. გამიკვირდეს? რაღა უნდა გამიკვირდეს! ჩემი გული სათითაოდ გამიყიდეს! ოცდაათიც არ დასჭირდათ ოქრო-ვერცხლი, კაპიკებად და გროშებად გამიყიდეს... ვაპატიო? ყველაფერი ვაპატიე, გულში მაინც სიყვარული ჩავატიე, დრო გავა და მოსასვლელი მაინც მოვა, თავდახრილი გეტყვის ბოლოს მ ა პ ა ტ ი ე ! ----- დრო გავიდა, სინანული გაიზარდა და ცრემლები ჩემს თვალებზე დაბინავდა.
  • 8 сен 2019 12:20
    არასდროს ეცადო შემცვალო ასეთი,
    მაქციო ისეთად როგორიც შენ გაწყობს.
    იცოდე, რომ მართლა ვერასდროს გავხდები,
    თამაშის ნაწილი სხვა როლს რომ თამაშობს.

    მიმიღე ასეთი როგორიც ახლა ვარ,
    რომელსაც ბუნებრივ გრძნობაში მიყვარხარ.
    ხელოვნურ სიყვარულს ხომ იცი არ ვგავარ,
    და ყველა საფეხურს შენამდე მივყავარ.

    შენს სურვილს ნუ აქცევ მოთხოვნის ფორმებად.
    ჩემს პრინციპს ვერასდროს გააქრობს სიმკაცრე.
    დროებით თუ შემცვლი, მერე დროც მორჩება,
    დაგრჩება ჩემს გარდა ეგ ვითომ სიმართლე.

    არასდროს ეცადო შემცვალო ასეთი,
    გიყვარდე ისეთი როგორსაც მიყვარხარ.
    თორემ თუ ვერ შემცვლი, ცალცალკე დავრჩებით,
    მერე ჩვენ გვერქმევა ორივეს სხვადასხვა...!!!
  • 8 сен 2019 12:22
    ეს შემოდგომაც არაფერს შეცვლის
    და სადღაც ვივლით უერთმანეთოდ.
    ჩაფიქრებული ვიქნები ჩემთვის,
    როგორც ზამთარის ცივი გარემო.

    დავიწყებული არ მყავხარ ახლაც,
    ყოველდღე შენით ვაღვიძებ დილას.
    მე შეიძლება მიყვარდეს მაგრამ...
    შენსავით მართლა არავინ მიყვარს.

    ყველა დღე უფრო მაბერებს უკვე,
    ეს მუქი თმებიც თეთრი გამიხდა.
    მაგრამ ბავშვურად ვუყურებ ქუჩებს,
    სადაც შენ უკვე აღარ დადიხარ.

    და მაინც ვიცი რომ ხარ და სადღაც,
    ჩემსავით დაგაქვს ჩვენი ნაწილი.
    მე შევიყვარებ ვიღაცას მაგრამ...
    შენსავით ვეღარ, ეს ზუსტად ვიცი.
  • 8 сен 2019 12:24
    გეძახი!..  
    მოდი!..  
    უნდა  მენდო,
    უნდა  გამომყვე,
    რომ  თოლიების,
    ზღვის  ტალღებზე  
    ფრენა  გასწავლო...

    ფეხქვეშ  გაგიგო
    გვირილების  თეთრი
    მინდორი  და  ამ
    მინდორში  უცნაური
    გზებით  გატარო...

    ჩემთან  წამოდი!..
    სულ  სხვა  მთვარე
    უნდა  განახო...
    სულ  სხვა  სიზმრები  
    დაგასიზმრო,
    სულ  სხვა  ღამეში...

    სულ  სხვანაირად
    აგატირო...  
    უნდა  დაგცალო...
    სულ  სხვანაირი  
    ვნებებით  და
    სხვა  გახელებით...

    ჩემთან  წამოდი!..
    ვარსკვლავები
    ერთად  დავთვალოთ...
    გადავინაცვლოთ
    სულ  სხვა,  ახალ
    გალაქტიკებში...

    ჩემთან  წამოდი!..
    ყველა  წამი
    უკან  დავთვალოთ
    და  დედამიწა
    დავაბრუნოთ
    უკან  წარსულში...

    იქ,  ,,ერთი  ნახვით
    შეყვარება"  უნდა
    გასწავლო...
    ცხელი  ტუჩები
    დაგისველო  ცხელი
    ცრემლებით...

    სულ  სხვანაირი
    აღმაფრენა  უნდა
    გასწავლო...
    სულ  სხვანაირად
    შევიყვარო
    შენი  ხელები...

    რომ  ჩემი  გულის
    მღელვარება,
    კარგად  განახო,
    იქ,  ჩემს  სხეულში
    შემოგიშვა  უნდა
    ღმერთივით...
         
    ჩემი  გიჟური
    სიყვარული
    უნდა  გადაგდო,
    უარს  ნუ  მეტყვი,
    არ  იქნება  სხვა
    სიყვარული...!!!
  • 8 сен 2019 12:24
    იცი რისი პოვნაა ამ ქყვენად
    ყველაზე
    ძნელი?მონათესავე სულის..აი ისეთის თავს,
    რომ მიადებ და ხვდები,რომ
    შენია...რომელსაც პირველი
    შეხვედრისთანავე გრძნობ, პირველი
    შემოხედვისთანავე ცნობ,პირველი
    დაძახებისთანავე გარბიხარ მისკენ...თითქოს,
    სადღაც დაგეკარგა შენი სულის ცალი და
    ახლა იპოვე...ასეთ ადამიანთან არ გჭირდება
    რაიმეს ახსნა,რაიმეს თხოვნა, რაიმეს
    აღიარება....ის უთქმელად ხვდება რა გინდა,
    რა გჭირდება, რა გტკივა,როგორი ხარ...
    შენიანია და მორჩა...შენი სულის
    ნავსაყუდელი, შენი ციხესიმაგრე და შენი
    სიმშვიდე...მიადებ თავს და გრძნობ,რომ
    ყველაზე უსაფრთხო ადგილას ხარ ამ
    სამყაროში..სადაც არც შტორმის გეშინია და
    არც უკაცრიელ ნაპირზე გარიყვის...რადგან
    შენი ნაპირიც და დაისიც მასშია,შენი
    ალიონი და გაზაფხულიც მის მზერაშია...შენ
    მასში რჩები და გრძნობ,რომ შინ
    ხარ..ყველაზე თბილ, ყველაზე მზრუნველ,
    ყველაზე მყუდრო სახლში ამ დედამიწაზე...!!
  • 8 сен 2019 12:25
    ნუ  ვისაუბრებთ რაზეც ახლა ყველა საუბრობს,
    უბრალოდ ლურჯად დაგუბებულ ზღვებში იცურე,
    მოდი, შეხედე, რამხელაა ლექსის საუფლო –
    ამოიკითხე თვალებიდან ჩემი სიჩუმე.
    მთვარე სავსეა, მერამდენე ბოთლი მეცლება,
    ქუჩის ძაღლივით შემეჩვია სახლში სიმთვრალე,
    მოდი, ცოტა ხნით დავივიწყოთ დროის შეგრძნება,
    მერე თუ გინდა ყველა წუთი წამში ითვალე.
    ღვინოსთან ერთად შოპენი და ლისტი დამჩემდა,
    თვლემენ თვალები უძილობით დაქანცულები
    როს ყოველ ღამით შენი სახლის ციცქნა ფანჯრებთან
    ჩემი ფიქრები ბავშვებივით დაბანცალებენ,
    ეკიდებიან არგაცემულ პასუხს კითხვები,
    ორივემ ვიცით მოუხდება ღამეს რა უფრო,
    ნურაფერს იტყვი თვალებითაც უმალ მიხვდები,
    რომ მინდა მხოლოდ სიყვარულზე გაგესაუბრო...!
  • 8 сен 2019 12:26
    რა გემართება?
    დაწყნარდი გულო,
    უმისოდ ყოფნა
    გაგიადვილდა,
    შენ შეიყვარე
    ყველაზე უფრო,
    მან დაგივიწყა,
    ასე ადვილად!

    გულო, წუხილი
    გულში დამალე
    და ამ ცხოვრებას
    სიმშვიდით სძლიე,
    თუ მიგატოვეს,
    სხვაზე გაგცვალეს,
    შენ შეიყვარე
    ის სხვაზე ძლიერ!

    თითქოს არავის
    არ ავიწყდები,
    თითქოს ლოდინსაც
    იწყებ თავიდან,
    თუ შეიყვარებ
    თავდავიწყებით,
    შეგიძულებენ,
    უფრო ადვილად!
  • 8 сен 2019 12:28
    შენ იტყვი ერთ დღეს - ლექსი ყელში როგორ ამოგდის,
    პოეტის ცოლიც რომ დაგერქვას რთული ყოფილა,
    ჩემს ყველა სტრიქონს დაიფერთხავ იმ საღამოთი
    და ცივ ლოგინში შემოწვები ლექსიშობილა.
    შენ იტყვი ერთ დღეს, რომ უბრალოდ აღარ გიყვარვარ,
    რომ ჩვენ ბავშვები აღარ გვქვია, რომ ვართ დიდები,
    დაძინებისას შუქს ჩააქრობ, მთხოვ - არ გიყურო
    და ჩემს წინაშე შიშვლად გავლა მოგერიდება.
    შენ იტყვი ერთ დღეს, გაკვირვებით, როგორ გაძელი
    ამდენი წელი, ან წამები როგორ ითვალე
    ერთად ყოფნისა, გადაყლაპავ აბებს საძილე
    და სულ ფეხებზე დაიკიდებ ჩემს რთულ სიმთვრალეს.
    შენ იტყვი ერთ დღეს, რომ სამსახურს თუ არ ვიშოვი
    წახვალ, არ ძალგიძს უკვე მსგავსი ტვირთის ტარება,
    ნათქვამს პირველად დაიფიცებ ხატთან ღვთისმშობლის
    ხმა კი ტირილით იმ დღეს აღარ გაგებზარება.
    შენ იტყვი ერთ დღეს, რომ ღალატშიც ბევრჯერ მამხილე,
    აღარ მსურს ერთად რომ ვცხოვრობდეთ - ესეც შენი თქმით,
    მაგრამ ოდესმე ამ ლექსს ალბათ კიდევ იხილავ
    და მაშინ - მე რომ არ მიყვარდი - მაგას ვერ იტყვი...!!!
  • 8 сен 2019 12:29
    მაგრამ......
    როდემდე გავარჩიოთ მსჯავრი და ბრალი,
    როდემდე ვთქვათ რომ
    რაღაც იყო,
    ანდაც არ იყო,

    მოდი და ისე ჩამეხუტე,
    ისეთი ძალით,
    რომ სამოთხეც და ჯოჯოხეთიც
    გადამავიწყო...!!!
  • 8 сен 2019 12:29
    როგორი მტკივნეულია.
    წევხარ ბნელ ოთახში,სადაც არაფერი ჩანს, არაფერი საუბრობს შენი და შენი გრძნობების გარდა, გრძნობების რომელიც გულწრფელია.
    მას ვერ დამალავ, ვერ დაუმალავ საკუთარ თავს, ის ხომ მარტოა ბნელ ოთახში.
    თვალებს ხუჭავ. ისევ ის კადრები რომელიც ყოველ ღამე მოდის. ისევ უშედეგო მცდელობა გაქრობის, მცდელობა დამალვის. ისევ უშედეგოდ.
    ბნელ ოთახში ხომ მარტო შენ ხარ, შენ და შენი გრძნობები. გრძნობები რომელიც ასე მტკივნეულია...
  • 8 сен 2019 12:37
    მიდი, თვალები ცრემლით გალეშე,
    ალბათ არ იცის ტკივილმა ხათრი,
    მე ვარ ზამთარი თოვლის გარეშე
    და შენ ხარ თოვლი გარეშე ზამთრის.

    ღამეა, ყვირილს ყუა მოვტეხე,
    დღეს არ ექნება სიგიჟეს ბოლო
    და არეული ჩემი ოთახი
    გავს სიგარეტის ცარიელ კოლოფს.

    თუმცა არ ჩანან გარეთ პეპლები,
    ხელები ფანჯრებს მაინც აღებენ
    და მიქრის სისხლის მატარებელი
    ლურჯი მაჯების ლიანდაგებზე.

    და ვიღაცისთვის ალბათ ბედია,
    სკამს ფეხი მიკრას და ყულფზე დარჩეს,
    მე კი უფილტრო სიგარეტივით
    ჭლექიან ცისკენ ოცნება მქაჩავს.

    სუნთქვა შეწყვიტა მინდვრის ბალახმა,
    მიწას გულივით ვუნერგავ ფილტვებს,
    და მინდა ახლა შენთვის გულაღმა
    ჩემი ლექსივით ფურცელზე ვიწვე...!!!

    /...ლაშა მარგიანი.../
  • 8 сен 2019 12:37
    თვალები ...
    ისინი არასდროს ტყუიან...!!
  • 8 сен 2019 12:41
    დაიმახსოვრე : რაც ჩემში მოგწონს, გიყვარს, გაოცებს, გიზიდავს, გსურს,
    ეტრფი, გაფიქრებს, გენეტრება...იმას სხვაში ნუ დაუწყებ ძებნას, იმიტომ, რომ
    მე ერთადერთი ვარ და სწორედ ამის გამო ამირჩიე...!!!
  • 8 сен 2019 12:43
    სხვამ დამიჩოქა,მე შენ გარჩიე,
    ბედნიერებას ტანჯვა ვარჩიე,
    ჩემს თვალებს ცრემლი რად შეაჩვიე,
    რომ შენ მიყვარხარ,რომ შენ გარჩიე?
    ვერვინ მოკრიფა უეკლოდ ვარდი,
    მე ფუფუნების არა ვარ ხარბი,
    ცოდვაა თუ კი შენ შემიყვარდი?
    ცოდვაა?რომ შენში სიყვარულს ვრგავდი?

    მე ვეღარაფერს,არავის ვგავდი,
    როცა მაჩუქე ტანჯვა და დარდი,
    შენ ჩემს წინაშე არა გაქვს ვალი,
    თუ არ გიყვარვარ,ნუ მოხვალ,წადი
  • 8 сен 2019 12:43
    ჩემი სიჩუმე შენს ხმაურზე ბევრად მეტს ამბობს,
    და ამ სიტყვების სიმარტივეც უფრო რთულია.
    ამ შინაარსაც ვერ გაიგებ ვიცი ვერასდროს,
    რადგან ვერ ხვდები  მიზეზი  რომ სიყვარულია.

    სადღაც ტალღები ასკდებიან ისევ ნაპირებს,
    და ეს შავი ზღვაც მუქი ბგერით ამბობს ყველაფერს.
    ისიც არ ვიცი შენს გარეშე რას დავაპირებ.
    ალბათ ისევ შენ მოგძებნი და ვიგრძნობ არაფერს.

    სიცივე მოაქვს ჩემს ხეულში შენს მოგონებებს.
    და მეშინია რომ თავიდან ვეღარ ავიტან.
    მერე გივიწყებ წამიერად და წამის შემდეგ,
    ისევ სიცივით ამ ფიქრებში გეძებ თავიდან.

    ამ ღამეებთან სიმარტოვეც უკვე არ მიყვარს
    მაგრამ არც დილას აღარ მოაქვს რამე შედეგი.
    მერე ვიხსენებ მზის ჩასვლა ხომ იმას არ ნიშნავს,
    რომ არ ამოვა ისევ ისე თბილი ფერებით.

    ასე ვიმშვიდებ იშვიათად საკუთარ ფიქრებს.
    და სიცრუეში არეულად ვეძებ ყველაფერს.
    სხეულის შემდეგ გონებითაც თითქოს სულ გიშვებ,
    მაგრამ მეც ვიცი რომ ვერ შევცვლი ამით ვერაფერს.
  • 8 сен 2019 12:44
    შენ რომ შეგეძლოს კითხულობდე ამ ჩემს თვალებში
    წაიკითხავდი რასაც ვერ ვამბობ მაგრამ განვიცდი.
    დაინახავდი ხშირად მყავხარ შენ ჩემს აზრებში.
    მაგრამ თვალების წაკითხვა ხომ ყველამ არ იცის.

    მე შენს ვკითხულობ, ხშირად ხვდება ჩვენი თვალები.
    მის ლამაზ ფერის ანარკლეშიც თითქოს არ ვჩანვარ.
    არც იმედი მაქვს რომ ვიქნები, მაგრამ თან ვხვდები,
    სულ რომ დავნებდე მაგ თვალებსაც ვრე დავინახავ.

    ზოგჯერ მინდა რომ გაგაჩერო გითხრა რომ მივყარს,
    ყველა ადგილი სადაც მხვდები ასე შემთხვევით.
    შენი სურნელის ჩასუნთქვები სულში რომ მირტყამს,
    მაგრამ ვერ ვბედავ , სიჩუმეში თან გელოდები.

    შენ რომ შეგეძლოს წაიკითხო ამ თვალებიდან,
    უამრავ სათქმელს შენს შესახებ წაიკითხავდი.
    რომ ვუყურებდე დედამიწას ვარსკვლავებიდან,
    იქიდანაც კი, მარტო შენ, ვიცი დაგინახავდი...!!
  • 8 сен 2019 12:46
    თუკი ერთგულება არ არსებობს,
    ერთად ნუ ვიქნებით მეტ ხანს,
    შენი მოლოდინის ჯვარზე გამაკარი,
    და მას ერთგულება ერქვას.
    თუკი უკვდავება არ არსებობს,
    უფალს შევავედრებ შენს თავს,
    შევქმნათ საოცარი სიყვარული
    და მას უკვდავება ერქვას.

    არ წამთ სიყვარულის არსებობა,
    და ჩვენ დავუმტკიცოთ ყველას,
    ჩვენი გულები რომ შევაერთეთ,
    ამას სიყვარული ერქვას.

    თუკი მოკვდავია ყველაფერი,
    თუკი ვერ ვიცოცხლებთ დიდხანს,
    თუკი დასასრული სიკვდილია,
    სიკვდილს სილამაზე ერქვას.

    თუკი საოცრება არ არსებობს,
    მომსწრე სუყველაფრის ჩვენ ვართ,
    შევქმნათ ხელთავიდან ყველაფერი
    და მას საოცრება ერქვას.

    გიკვირს?! მუნჯი ვიყავ ავმეტყველდი.
    შენთვის ეს მინდოდა მეთქვა:
    დღემდე რაც შევქმენით ჩვენთვის მონატრება,
    "თეთრი ღამეები" ერქვას.
  • 8 сен 2019 12:49
    ისე მარტივად გეკითხებიან,
    როგორ ხარო, - თითქოს არც იყო...

    ახლა ისე ვარ,
    როგორც ნაპირზე დავარდნილი კენჭი,
    მზისგან გავარვარებულს რამდენიმე მეტრი რომ აშორებს წყალს,
    მაგრამ თვითონ არ შეუძლია შიგნით შესვლა,
    გდია მიწაზე და იმის იმედი აქვს,
    რომ ვინმე გამოივლის
    და ასე შეუმჩნეველს, მაინცდამიანც მას მიკრავს ფეხს,
    ან ხელში აიღებს და სიღრმისკენ ისვრის,
    იცის, ეს ვერ გადაარჩენს,
    მაგრამ ცოტა ხნით მაინც ხომ გაგრილდება, სულს მოითქვამს...!!!
  • 8 сен 2019 12:53
    მიყვარხარ და შენ ხარ ჩემი
    მოგონილი ამბავი,
    მიყვარხარ და შენ ხარ ყველა
    საოცნებო ზღაპარი.
    მიყვარხარ და შენ ხარ ჩემი გზა,
    ბილიკი სავალი.
    მიყვარხარ და შენ ხარ ყველა
    პლანეტა და ვარსკვლავი.
    მიყვარხარ და ეს შენა ხარ მზის და
    მთვარის სადარი.
    მიყვარხარ და შენ ხარ ის რაც ჩემ
    ცხოვრებას ლაღად ხდის.
    მიყვარხარ და ეს გრძნობები
    სასწაულში გადადის.
    მიყვარხარ და ყველა სიტყვას
    მხოლოდ შენთვის გადავღლი..
    მიყვარხარ და ფრთებს შევისხამ
    შენთან მოვალ ამ ღამით.
    მიყვარხარ და ჩემ სიყვარულს
    შეგაპარებ დაფარვით.
    მიყვარხარ და გათქმევინებ გულის
    წადილს გადაშლილს.
    მიყვარხარ და აღარ მინდა სხვა
    ახალი ამბავი.
    მიყვარხარ და არ არსებობს
    სიყვარული სხვაგვარი.
    მიყვარხარ და ამიტომა
    დასასრულიც
    აქ არის.
  • 8 сен 2019 12:55
    რა ბევრია ვისთანაც შეიძლება დაიძინო.... ---და რა ძალიან ცოტაა ვისთანაც გინდა გაიღვიძო...... დილით განშორებისას გაუღიმო, ხელთ შეეხო მის ხელს და მთელი დღე ღელავდე მასზე.... ---ძალიან ბევრია ვისთანაც უბრალოდ შეიძლება იცხოვრო, დილით დალიო მასთან ერთად ყავა.ისაუბრო,იკამათო... ვისთანაც ერთადაც შეიძლება წახვიდე ზღვაზე... ----და რა ცოტაა სიხარულში და წუხილში იყოს გვერდით... უბრალოდ გიყვარდეს და უყვარდე.... ---რა ცოტაა ვისზეც შეიძლება იოცნებო...უყურო ღრუბლები როგორ ირევიან ცაზე.... დაწერო სიტყვა --მიყვარხარ--პირველ თოვლზე... ფიქრობდე მხოლოდ ამ ადამიანზე.... არაფერს ელოდო,არაფერი გინდოდეს მისგან, მისი არსებობა გაბედნიერებდეს მხოლოდ... ---რა ცოტაა ვისთანაც შეიძლება გაჩუმება.რომელსაც ესმის გამოხედვით, უთქმელად. რომელსაც არ ენანება წლიდან წლამდე გელოდოს. რომელთანაც შენ შეგიძლია როგორც ჯილდო ყველა ტკივილი ყველა ტანჯვა გაიზიარო . ----და ასე ტრიალებს ეს წუთისოფელი.ადვილად ხვდებიან,ადვილად შორდებიან. და რატომ? იმიტომ რომ... ბევრია ვისთანაც შეიძლება დაიძინო და ძალიან ცოტა ვისთანაც გინდა გაიღვიძო.... ჩვენ გავრბივართ......გვაქვს სამუშაო...გვაქვს საქმე... ვფიქრობთ...... ვისაც უნდა მოსმენა მაინც მოისმენს... სირბილის დროს კი დაინახავ მხოლოდ სხეულს...... უნდა გაჩერდე....რომ დაინახო სული. ჩვენ ვირჩევთ გულით,გონებით... გვეშინია ღიმილს ვუპასუხოთ ღიმილით... მაგრამ სულს ვაღებთ მხოლოდ მისთვის, ვისთან ერთადაც გვინდა გაღვიძება. ---ძალიან ბევრია ვისთანაც შეიძლება ილაპარაკო. ---ძალიან ცოტაა ვისთანაც მშვიდად ზიხარ.როცა ფიქრებში იძირები და თქვენს შორის უბრალოდ გაგება არსებობს.... ---ძალიან ბევრია ვისთანაც იწვი.შეიძლება შეკითხვებით,ეჭვებით გადაიწვა. --და რა ცოტაა ვისშიც შეიძლება შენი თავის ამოცნობა,როგორც შენი ცხოვრების ანარეკლი... ---და რა ბევრია ვისთანაც სჯობს გაჩუმდე,ვისთანაც არ უნდა ილაპარაკო ტკივილზე... ---რა ცოტაა ვისაც შეიძლება ენდო.შეგიძლია თქვა ის რასაც შენს თავსაც უმალავ. ვისაც ბრმად ენდობი სულით და გულით.... რომელსაც მოუხმობ როცა უბედურება თავს დაგვატყდება.... ---ბევრია ვისთანაც საჭირო არ არის იყო ბრძენი.არც სიხარულის და წყენის გამხელას აქვს აზრი.... გამოდის რომ მადლობელი უნდა ვიყოთ მათი რომ ეს სამყარო მიმზიდველია და გვიყვარს..... ----და რა ძალიან ბევრია ვისთანაც შეიძლება დაიძინო.... ----- და რა ცოტაა ვისთანაც გინდა გაიღვიძო...!!
  • 8 сен 2019 12:57
    სხვა არაფერი...ერთი რამ ვიცი,
    აგიხირე და არ მესხვისები...
    შენი გულისხმა სადაც წაგიყვანს
    შენზე წინ მივალ... იქ დაგიხვდები...
  • 8 сен 2019 13:02
    ერთ დღეს როდესაც ჩუმად ვაკოცებ, ამბავს ატეხავს ნეტავი როგორს?! ალბათ იფიქრებს რომ იგი მიყვარს, მე მხოლოდ მისი ტუჩები მომწონს. ასეთი ჩუმი ამბორის შემდეგ, ჩემთან დარჩება და რამდენს რისკავს, ორივე ვფიქრობთ რომ მხოლოდ მომწონს და აღმოჩნდება...რომ თურმე მიყვარს...
  • 8 сен 2019 13:02
    არა ხარ ახლოს
    ტკივილი მახრჩობს
    ფიქრები მათოვს,
    ოცნება მატკბობს
    არა ხარ ჩემი
    ჩემს გულში სახლობ...
    ღიმილი გშვენის,
    ღიმილით მათრობ,
    შენც ვხედავ დარდობ,
    შენს თვალებს ვატყობ
    ზმანება მატკბობს
    ტივილი არ მთმობს
    რადგან არა ხარ შენ
    ჩემთან ახლოს.
  • 8 сен 2019 13:02
    mpa #u700473c3eas#shi
  • 8 сен 2019 13:05
    შენ ალბათ ახლა არ გცალია ნამდვილად ჩემთვის,
    მე კი კვლავ ისევ შენზე ვფიქრობ, შენ თავს ვფიცავარ,
    მენატრები და ვერ გავიგე რისი ბრალია,
    რომ შეგეჩვიე, თუ იმის, რომ უკვე მიყვარხარ.
    მე უშენობა, ვხვდები მალე ბოლოს მომიღებს,
    შევეწირები ტკივილნარევ ამ მონატრებას,
    შენს ნახვას ალბათ ვერასოდეს ვერ ვეღირსები,
    სულ ასე დარდში და სევდაში გავლევ ცხოვრებას.

    მე ამ სიტყვებით ჩემ სიყვარულს კი არ გიმტკიცებ,
    ვიცი, ეს მაინც არაფერს ცვლის ამ წუთას ჩვენთვის,
    უბრალოდ მინდა იცოდე, რომ ძლიერ მიყვარხარ,
    მსურს ჩემი იყო და ვცხოვრობდე მე მხოლოდ შენთვის.

    მინდა ვტკბებოდე შენი კოცნით შენი ფერებით,
    და თბილ სისველეს ვგრძნობდე შენი ტკბილი ტუჩების,
    მსურს ერთად ვიყოთ, არასოდეს არ დაგშორდე და
    ბედნიერებით იყოს სავსე ჩვენი გულები.
  • 8 сен 2019 13:06
    cc97f89400