დააფასეთ დედა...

************************************
დედას როცა თვალზე ცრემლი შეამჩნიოთ,
მოეფერეთ, უთანაგრძნეთ სიტყვით,
დედის წყენა არავის არ შეარჩინოთ,
შვილებისთვის დედა მკვდარიც იბრძვის.
მოხუცებულს თუ წაერთვას მუხლში ძალა,
მოვალე ხართ შეაშველოთ ხელი,
გაუფრთხილდით, თუ გინდათ რომ გყავდეთ ხვალაც,
დაანახეთ სიყვარული წრფელი.
გაიხსენეთ ვინ გითევდათ თეთრად ღამეს,
სანანებელს ნუ გაიხდით გვიან,
მშობლის ამაგს თუ არასდროს დააფასებთ,
ნუღარ იტყვით ქართველი რომ გქვიათ.
მე არ ვიცი სად რა ბედი მომეწევა,
ან ეშმაკი სად დამიგებს მახეს,
ვერ შევუცვლი გზა-კვალს მე ჩემ ბედის მწერალს,
ლექსით ვკვებავ დაღლილ მკლავში ძარღვებს.
ვერ დავითვლი მერამდენე ლექსია და
მერამდენედ გეუბნებით სათქმელს,
დედა მუდამ დაფასების ღირსია და
შვილის სახე აჩრდილივით დასდევს.

gif

Комментарии

  • 22 мая 2016 23:34
    DEDA UKVDAVIA
  • 22 мая 2016 23:35
    gaufrtxildit dedebs shvilebooo.
  • 18 июн 2017 20:10
    :'(:'(:'(:'(