"შენზე ვოცნებობ და თითქოს გხედავ,"

აქ ყველგან ირგვლივ თეთრი ბოლია,
ტერენტი გრანელს მივბაძავ ეხლა
და გავფრინდები როგორც თოლია.
თუ სადმე წავალ, შენც თან წაგიყვან
მე ხომ უშენოდ ვერ წავალ ვერსად,
ავხორცს დავტოვებთ დედამიწაზე
წყნარად მივანდობთ ჩვენ სულებს ზეცას.
აქ ყველგან ირგვლივ თეთრი ბოლია
აი დავდექით უფსკრულის ხაზთან
შენ მე მშორდები და მიიჩქარი
თურემ მიდიხარ სამოთხის კართან
მე ვერ მოგყვები, ვერ ვუძლებ ცოდვებს,
შენ კი ფარფატებ როგორც პეპელა
გიღებენ კარებს, გადგამენ გვირგვინს
და შენი მზერა თითქოს მენელა.
არ გინდა წასვლა, მაგრამ მიდიხარ
ანგელოსებმა ჩაგჭიდეს ხელი
და სწორედ ამ წამს ისე მინდიხარ
როგორც ცოდვიანს თავისი მღვდელი.
აქაც წამართვეს ეგ შენი მზერა,
უკვე შეფრინდი სამოთხის კარში,
და მეც ჩამავლეს შავი ხელები
უკვე გიგონებ ეშმაკთან გზაში.
რა გინდა ჩემგან? მივმართე ეშმაკს,
და ის მპასუხობს როგორც უფალი,
"შემ ვერ მიცანი დედამიწაზე
და საოცნებოდ მოგეცი ქალი.
რომ გიყურებდი იყავი ღირსი,
შენ შეიყვარე ის ჩემზე მეტად
სწორედ აქ არის შენი შეცდომა
ის, რომ გეგონა საკუთარ ღმერთად."
მე ის მიყვარდა! მივმართე ურცხვად,
და გავუსწორე ნატანჯი თვალი,
შენ ის წამართვი დედამიწაზე
განა რა არის აქ ჩემი ბრალი.
მიყვარდა მისი სუნთქვა და ოხვრა
კიდევ ის მზერა შენ რომ აჩუქე,
ყოველ ღამე, ოცნება თხოვნა
ღმერთო სიზმარში მაინც მარგუნე.
შენ ვერ გამიგე არ შეისმინე,
თითქოს ეშმაკთან ვიყავი ზავში,
აღარ გინდოდა ჩემი მოსმენა
და გამომიშვი ამ შავნელ გზაში.
ახლა მითხარი რაღას მიპირებ
ნუთუ გამიშვებ მე ჯოჯოხეთში,
და დამაშორებ სრულყოფილებას,
რომ მელოდება მე სამოთხეში.
"არახარ ღირსი, მაგრამ შანს მოგცემ
შენ სიყვარულით ნატანჯო სულო,
რაც დაგემართა შენი ბრალია
შენ ხარ წმინდანი და თან ურჯულო."
მადლობა ღმერთო რომ დღეს გამიგე
და ახლა მიშვებ სამოთხის ზღვაში,
იქ მელოდება ჩემი ოცნება,
ალბათ სუსხიან უცნაურ ქარში.
"წადით მიჰგვარეთ სამოთხის კართან
დაე შევიდეს როგორც უმანკო,
შენ კი ყმაწვილო ერთი იცოდე
ეს ჩემი რწმენა არსად უარყო."
აქ ყველგან ირგვლივ თეთრი ბოლია
ის მკრთალად მოსჩანს სამოთხის ზღურლბთან,
მე მელოდება ხელებგაწვდილი
როგორც მნახველებს მუზეუმ ლუვრთან.
აი მოვედი ჩემო ძვირფასო
მე მაპატიეს შავი ფიქრები,
ეხლა ჩემთანხარ და სამოთხეში
ორივე ერთად მშვიდად ვიქნებით.
ესე დასრულდა შენზე ოცნება,
ჩვენ სამოთხეში ვიყავით ერთად,
როგორც პეპელა და სარეველა
კურთხეულ ვიყავთ, უფალთან ღმერთთან.

Комментарии

Комментариев нет.