ბიჭი: ძალიან მომენატრე ცხოვრებავ..

გოგო: მართლა? და სად იყავი მაშინ აქამდე?..
ბიჭი: რა გჭირს ცხოვრებავ?.. ასე უხეშად რატომ...
გოგო: რატომ?.. მოდი ორ შეკითხვას დაგისვავ და მართალი გამეცი პასუხი, ოღონდ კონკრეტული და არა ზოგადი.. შეძლებ?
ბიჭი: კარგი გისმენ..
გოგო: შენი აზრით რა არის სიყვარული? და რას გააკეთებ საყვარელი ადამიანისთვის?..
ბიჭი: სიყვარულია როცა ადამიანი გიყვარს და სულ მასთან ხარ.. საყვარელი ადამიანისთვის კი ნებისმიერ რამეს გავაკეთებ რასაც მთხოვს..
გოგო: ეს არის შენი პასუხი მხოლოდ?..
ბიჭი: კი ცხოვრებავ მეტი რა უნდა იყოს...
გოგო: ის რომ, სიყვარული პატივისცემა, ურთიერთდაფასება, ნდობა, ყურადღება და ერთგულებაა... ის რომ, როცა ადამიანი გიყვარს მის გარდა არავინ და არაფერი არ გახსოვს... ის რომ, გაღვიძებისთანავე მას დაურეკავ და ეტყვი რომ გიყვარს და გენატრება... ის რომ, სამსახურის საქმეებით რა დაკავებულიც არ უნდა იყო მაინც იცლი მისთვის და ერთი მიწერილი მიყვარხარ მისთვის არ დაგენანება... ის რომ, ყოველი დღესასწაული მისით იწყება და მას ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებ... ის რომ, ყურადღება მხოლოდ და მხოლოდ ელემენტარული ყურადღება აბედნიერებს შენს მეორე ნახევარს... ის რომ, ღამით როცა ძილს დააპირებ ის იქნება იმ დღეს უკანასკნელი ადამიანი რომელსაც ტკბილ ძილს უსურვებ და მე გეკითხები ამ ჩამონათვალიდან რამე გაგიკეთებია ჩემთვის?..
ბიჭი: ....................
გოგო: აი ხომ ხედავ შენ არ შეგიძლია მითხრა რამე, რადგან არასოდეს არაფერი გაგიკეთებია ჩემთვის.. მე კი შენს გამო რამდენი რამე დავთმე, ისეთი შეგიყვარე როგორიც ხარ, არც კი მიცდია შენი შეცვლა..
ბიჭი: გთხოვ მაპატიე,,,,
გოგო: შენ მაპატიებდი?.. მაპატიებდი ტყუილს?.. უყურადღებობას?.. არაერთგულებას?.. ღალატს?.. უპატივცემულობას?.. მითხარი, მიდი მითხარი ოღონდ სიმართლე მითხარი თუ კიდევ შეგრჩა სინდისის ნატამალი მაინც...
ბიჭი: არა, ვერ გაპატიებდი...
გოგო: აი ხომ ხედავ, მე კი რამდენჯერ გაპატიე.. შენ რომ გიყვარდე ჩემთვის იმ ყველაფერს გააკეთებდი რაც ზემოთ ჩამოვთვალე. მაგრამ არა, არა კი არა ვერ. რადგან არ შგიძლია სიყვარული, არ შეგიძლია ერთგულება, არ შეგიძლია რომ არ მოიტყუო, არ შეგიძლია.. არ შეგიძლია და მორჩა... იცი არასოდეს არაფერი მინანია, მაგრამ ცხოვრებაში პირველად შენთან შეხვედრას ვნანობ.. ვნანობ რადგან ისე მატკინე გული როგორც არასოდეს არავის უტკენია..
ბიჭი: გთხოვ მაპატიე არ მინდოდა რომ გტკენოდა, გთხოვ მე შენ მიყვარხარ და გპირდები აღარასდროს გატკენ დამიჯერე...
გოგო: მე გაპატიებ,, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის გაპატიებ რომ ჩემს თავთან მართალი ვიყო. რომ სიმშვიდეში გავაგრძელო ცხოვრება, შენ კი მაინც ბედნიერებას გისურვებ მომავალში და რჩევა იქნება მხოლოდ მოკრძალებით ჩემგან: ნუ მიიყვან გოგოს ცრემლებამდე, იმ ცრემლებამდე რომ გაუსაძლისი იყოს მისი ტკივილი, რადგან ყოველთვის ცხოვრება სამაგიეროს გიხდის და იმაზე მეტად გატკენს ვიდრე ოდესმე გიტკენია ვინმესთვის ან ვინმეებისთვის.. დაიმახსოვრე ეს... აკი გითხარი ერთხელაც ავდგები და უბრალოდ წავალთქო. და ეს ერთხელაც დადგა ძვირფასო.. არც კი ეცადო რადგან ჩემს შეჩერებას აღარ აქვს აზრი. მე დავიღალე და აღარ შემრჩა ძალა იმის რომ კიდევ მოგცე შანსი.. იკმარე ის რომ გაპატიე მაინც...
ბიჭი: ........

ბიჭი: ძალიან მომენატრე ცხოვრებავ.. - 886309886265

Комментарии

  • 24 апр 2019 14:20
    Фото недоступно
  • 10 июн 2019 23:31
    Sruli dimartlea. Cxovreba ki zalian sastikia yvelas uxdis samagieros