🐾🐾🐾

ეს თვეც სულს ღაფავს,
შინაგანად თითქმის
ვხარხარებ...
ვეწევი ბევრს და
ბევრ ჩაის ვსვამ,
(შავს და ლიმნიანს)
რაც უშენობა მოვიხადე
არხეინად ვარ...
ფეხზე მკიდია...
აღარაფრის არ მეშინია.

Комментарии