- ქალს უფრო ძლიერი სიყვარული და თავგანწირვა შეუძლია თუ კაცს, ბაბუა?

-ქალს, ქალი უფრო ძლიერია, ბაბუა. ქალის შესაძლებლობები განუზომელი და განუსაზღვრელია.
ქალს ერთდროულად შეუძლია იწვეს ერთთან, სიყვარულს უმტკიცებდეს მეორეს, ეარშიყებოდეს მესამეს და გათხოვდეს მეოთხეზე. 🦋
იმავდროულად, ქალს შეუძლია სიკვდილის კარამდე უღალატოდ ატაროს იმ ,,ერთის“ სიყვარული, ბაბუა. 😊
ქალის შეცნობა შეუძლებელია, რადგან მას ერთი კაცის გამო შეუძლია გაწიროს შვილები, დედ-მამა, მეგობრები, კარიერა, გაწიროს სამშობლო... და, იმავდროულად, შვილების ან/და სამშობლოს გულისთვის გაწიროს ყველა კაცი დედამიწაზე.☕
ქალის გონება შეუღწევადია, რადგან დღემდე ვერავინ მოახერხა მისი ანალიზი, ვერავინ აჰყვა მისი ლოგიკის რიტმსა და დინებას. 💥
ქალს შეუძლია, დაგაჯეროს ყველაზე დიდი ტყუილი ამ სამყაროში და, იმავდროულად, შეუძლია დაგაკარგვინოს შეცნობილი ჭეშმარიტება. 🌻
ქალს შეუძლია ერთი ყვავილის სანაცვლოდ გაჩუქოს ღიმილი, რომელიც მთელი სამყაროს ტოლფასია და, იმავდროულად, შეუძლია მსხვერპლად მიიღოს მთელი შენი სამყარო და ერთი ღიმილიც არ გაღირსოს, ბაბუა. 🍹
ქალს შეუძლია მთელი სამყაროს სითბო და მადლიერება გადმოაფრქვიოს თვალებიდან და, იმავდროულად, იმავე თვალებიდან თავს დაგანთხიოს მთელი სამყაროს ზიზღი და უმადურება. 👀
ქალს შეუძლია აგავსოს მადლით და, იმავდრიულად, შეუძლია ყველაზე მძიმე ცოდვა აგკიდოს ტვირთად.🕸
ქალს შეუძლია ყველაზე დიდი არარაობა აქციოს კაცად და, იმავდროულად, ყველაზე ძლიერი კაცი აქციოს არარაობად.🏋️‍♀️
ქალს შეუძლია იცინოს სიმწრისგან და იტიროს ბედნიერებისგან. 🎈
ქალს შეუძლია, ერთდროულად იყოს ანგელოზიც და სატანაც. ♠️
ქალს ყველაფერი შეუძლია, ერთი რამის გარდა, იგი ვერასოდეს ივიწყებს წყენას და ადრე თუ გვიან აუცილებლად წამოგაძახებს, ბაბუა.🖤😉👌
,,მეწისქვილე" ირაკლი ნადარეიშვილი

- ქალს უფრო ძლიერი სიყვარული და თავგანწირვა შეუძლია თუ კაცს, ბაბუა? - 950101124499

Комментарии