❤️

ცხოვრება ბრძოლაა წამებად ქცეული,
გავლილი ასაკი უკან არ ბრუნდება,
ქალი ხარ, რკინად და ქვად გადაქცეული,
გახსოვდეს, დაცემის არა გაქვს უფლება.
ქალი ხარ ამ ქვეყნად სინაზედ მოსული,
გული სიყვარულზე ნუ აგიცრუვდება,
ხიბლი ხარ დაღლილიც, ნატანჯიც, ორსულიც,
თვალზე ცრემლის დენის არა გაქვს უფლება.
სიცოცხლის არსი ხარ, იმედი კაცისა,
დაღლილი მუხლები ნუ მოგიდუნდება,
დროებით სტუმარი სხვა მიწის, სხვა ცისა,
გულს განადგურების ნუ მისცემ უფლებას.
იბრძოლე, გულიდან გაყარე დარდები,
არასდროს გაიქრო სახეზე ღიმილი,
ნუ შეგაშინებენ გზად ეკალ-ბარდები,
თამამად გალიე ყოველი ბილიკი.
გახსოვდეს! დედა ხარ შვილებზე მზრუნველი,
ქალი ხარ, სულში რომ გრძნობები დუღდება,
შვილი ხარ ნანატრი მოხუცი მშობლების,
ამიტომ, დაცემის არა გაქვს უფლება.
ფრთებგაშლილ სამშობლოს საყრდენი ძალა ხარ,
ფესვი ხარ, ყლორტი ხარ ჭაღარა მუხისა,
სამშობლო გეძახის: "მჭირდები, სად(ა) ხარ
მკურნალ-მალამო ხარ დაჭრილი სულისა.
გახსოვდეს! ცხოვრება წუთია, წამია,
სიავეს ნუ მისცემ შენ გულში გასაქანს,
დღეებს ნუ მოხატავ ზეცაზე ნაღვლიანს,
მტერს შენი ცრემლებით ნუ მისცემ გასახარს.
/მარინა ყიფიანი/

gif

Комментарии