თითქოს თხრობა დავასრულე ზღაპრის,

და სცენასზე ფრთხილად ვუშვებ ფარდას,
ყველაფერი გავატანე ზაფხულს,
ჩვენი ტკბილი მოგონების გარდა.
ოქტომბერმა შემომიღო კარი,
ფოთოლცვენა ცრემლის ნებას არ მრთავს,
ისევ მარტო მივუყვები ბილიკს,
ისევ მარტო ვეგებები ზამთარს.
/ფიქრია ბროლაშვილი/

თითქოს თხრობა დავასრულე ზღაპრის,  - 963599844243

Комментарии

Комментариев нет.