მწვანე ქარაფზე დგას კამელია,

ცოტა „ადესა“ არ დაგველია,
თუკი გაქვს ხოში?..
ე, ქარმა მტვერი დააბზრიალა
და ანგელოზმა ჩამოიარა
ცისფერი ქოშით.
ხა-ხა, თვალები თვალებს მიესო,
განა „ადესას“ სვამდა იესო,
ანდა პილატე?!.
შენი ალერსი მიჯდება ძვირად,
მაგრამ ვერ მივხვდი,
რა ჩემდა ჭირად
ა მ ე კ ვ ი ა ტ ე.
რობერტ მესხი

მწვანე ქარაფზე დგას კამელია,  - 963788675475