შვილებს

სამყარო არავის არ რჩება,
ერთ დღესაც ყველანი იქ წავლენ,
სანამ ხართ ,ნუ ესვრით ერთმანეთს ,
ღიმილის ჩუქება ისწავლეთ.
ისწავლეთ ერთურთზე ფერება,
ძმის მხარში დადგომა ისწავლეთ,
მოძმის სიყვარული ისწავლეთ,
ფუტკრის მართვესავით იმრავლეთ.
ისწავლეთ ზრდილობა კაცობა,
უზნეობასთან შერკინება,
დაგმეთ ფლიდობა და ღალატი,
ქუჩაში დედების გინება.
ნუ გაცვლით სამშობლოს გროშებზე,
ნივთივით განა იყიდება,
გიყვარდეს მოყვასი ქართველი,
გახაროს სამშობლოს დიდებამ.
რა სჯობს მეგობარს, მე გობრობას,
ერთობ კარგი ,ძვირი რამ არის,
ნურვის დააყენებთ ძმაზე წინ,
ძმობას გაგიწევს მეგობარი.?
ნუ ესვრით ტყვიას და ტალახებს,
ცუდი ნუ იქნებით ,,გმირები,"
ესროლეთ ერთურთს სიყვარული,
ესროლეთ ერთურთს გვირილები.
#ნათელა #შაინიძე
9 12.2024.

შვილებს - 964250345619

Комментарии