გზები ამირია ქარმა, როგორ მოგაწვდინო ხმა, როგორ გაგრძნობინო - აქ ვარ!.. გარეთ ქარია და თოვს, შენსას მივყვებოდი აჩრდილს, წუთით არ იფიქრო, გთხოვ, სადმე წავედი და დავრჩი!.. ვეღარც მობილურზე გწერ, ბოლთას ვცემ და ვფუთავ ნაღველს, როგორ ჩაიკეტა წრე, როგორ გაიწელა ღამე!.. ფრენა შეუძლია ფიქრს, ვინც არფიქრობს, ფრთები არ აქვს, შენთან ვერაფერი ვთქვი, რომ მიყვარხარ, იმის გარდა!.. გარეთ ისევ ქრის და თოვს, შენსას მივყვებოდი აჩრდილს, წუთით არ იფიქრო, გთხოვ, სადმე წავედი და დავრჩი!.. /ჯუბა ღებელი/
ჩემი თბილი სამყარო...❤️🌼❤️
:ხატია 🎀👌
ვიცი, უნდა გნახო ხვალ,
გზები ამირია ქარმა,
როგორ მოგაწვდინო ხმა,
როგორ გაგრძნობინო - აქ ვარ!..
გარეთ ქარია და თოვს,
შენსას მივყვებოდი აჩრდილს,
წუთით არ იფიქრო, გთხოვ,
სადმე წავედი და დავრჩი!..
ვეღარც მობილურზე გწერ,
ბოლთას ვცემ და ვფუთავ ნაღველს,
როგორ ჩაიკეტა წრე,
როგორ გაიწელა ღამე!..
ფრენა შეუძლია ფიქრს,
ვინც არფიქრობს, ფრთები არ აქვს,
შენთან ვერაფერი ვთქვი,
რომ მიყვარხარ, იმის გარდა!..
გარეთ ისევ ქრის და თოვს,
შენსას მივყვებოდი აჩრდილს,
წუთით არ იფიქრო, გთხოვ,
სადმე წავედი და დავრჩი!..
/ჯუბა ღებელი/