,,დღეს სიყვარული თოვს მარიამო,

ღ ვ თ ი ს
შ ო ბ ი ს
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი"...🤍
დაე, ქრისტე იშვას ჩვენს გულებში....🤍
❄გ❄ი❄ლ❄ო❄ც❄ა❄ვ❄თ❄
ცა სათნოობის ფერს იმოსავს.. სუნთქავს სიზამთრე,
მარტოცალი ვარ,
გულს, რაც წყალობს, მზეს რით ვუთალო,
ამდენ წვალებას _ სათითაოდ სულზე მინამტვრევს,
შენ უმკურნალებ,
შენი
მწამს
და,
იშვი უფალო...
გასუსულია ყოველ ქმნილ'თა წილი ხმაური,
უმეტყველო ვარ... ბაგეთ მცდება: _ მოდის, იხარე'თ,
მწყემსებს ვუჩვენე სივარსკვლავის სამსასწაული,
მდიე'თ ქარებო.... და ტანიდან გამომიტანეთ...
ყველას ვპატიობ, ვინც მატკინა....მთრგუნა... მაძაგა,
ვინც ,,მიღალატა" ქვებუდრად და... წყენას დამტიეს,
თვალნი ჩამქრალმა სიყვარულმა ააძაგძაგა,
ღმერთმა შეგინდოთ,
ღვთის წინაშე _ მეც მაპატიე'თ...
დათოვლილია ხე'თა ცვრისქვეშ ფოთოლთ სავანე,
წმინდა დილა'ა... მოიკითხავს მამა _ დათესილთ,
მე შენ მიყვარხარ,
შენ
მჭირდები,
შენ გეთაყვანე,_
ჩემო უფალო... რა ხელი აქვთ ჩვენში _ ამრეზილთ.
ისე ვიტირე გუშინს იქეთ... ისე დავმარცხდი,
ლამის მოგიკვდი... და სიმწრისგან თავი დავხარე,
ყოველ ნათქვამზე უკანასკნელ შიშით დავნაცრდი,
რაც ვიმარხულე... (მეპატიოს)... ,,წყალში ჩავყარე".
იშვი უფალო,
გული გსუნთქავს... სული გიგალობს,
ყოველ მდუმარის ტანწიაღში შენს ხმას ვაზარებ,
მოდი ჩემამდე... მაცხოვარო... ვეღარ ვგრიგალობ,
და
აღმადგინე,
აღმადგინე, როგორც ლაზარე...🤍
როი სოხუმელი👑

,,დღეს სიყვარული თოვს მარიამო, - 964824278419

Комментарии

Комментариев нет.