დიდი რამე--გაგიკვირდეს, დაგივიწყეს??!! შენ ხომ გახსოვს--გაიღიმე. გიღალატეს??!! არა უშავს--აიტანე, განგიკითხეს??!! აბა რა ქნან--საკუთარი დაალაგეს. არ სჭირდები??!! დასჭირდები--გაგიღებენ ისევ კარებს, ჩაიარეს??!! განა რამე--შემთხვევით ვერ დაგინახეს. წაგაქციეს??!! წამოდექი--არ იფიქრონ დაგამარცხეს, ცილი გწამეს??!! დაელოდე-დრო თავად იტყვის სათქმელს. გადაგცვალეს??!! და შენ გიკვირს??!! მაშინ როცა, ბინძურ ვერცხლში თვით უფალი გადაცვალეს!! 🥰🖋 ეკა ბერიანიძე❤️
ჩემი თბილი სამყარო...❤️🌼❤️
გაგიმეტეს??!!
დიდი რამე--გაგიკვირდეს,
დაგივიწყეს??!!
შენ ხომ გახსოვს--გაიღიმე.
გიღალატეს??!!
არა უშავს--აიტანე,
განგიკითხეს??!!
აბა რა ქნან--საკუთარი დაალაგეს.
არ სჭირდები??!!
დასჭირდები--გაგიღებენ ისევ კარებს,
ჩაიარეს??!!
განა რამე--შემთხვევით ვერ დაგინახეს.
წაგაქციეს??!!
წამოდექი--არ იფიქრონ დაგამარცხეს,
ცილი გწამეს??!!
დაელოდე-დრო თავად იტყვის სათქმელს.
გადაგცვალეს??!!
და შენ გიკვირს??!!
მაშინ როცა,
ბინძურ ვერცხლში თვით უფალი გადაცვალეს!!
🥰🖋 ეკა ბერიანიძე❤️