ბავშვობის მეგობრებს დაფანტავს ცხოვრება, ზოგს საით წაიყვანს,ზოგსაც სად... იფარავს,ინახავს გული და გონება- ძილშიაც კი ეტყვი "მიყვარხარ"!.. იქ,სადაც ბავშვობის ბილიკებს ვიხსენებთ, ზაფხულებს,მდინარეს,სიმწვანეს... ირხევა სიმები საოცრად ტკბილ-მწარე, სიყვარულს,რომელიც ვიწამეთ... ბავშვობა ერქვა და ბავშვივით დაგვყვება, გზა და გზა გვახსენებს ვინა ვართ!.. იმდენად ინატრებ,გულიც კი დაგწყდება, სულიდან იფეთქებს:"მიყვარხართ"!.. ის მოგონებები სუფთა და უმწიკვლო, ქარივით სილაღე,"წანწალი"... იქ,მრავალძარღვები გვეფინა მუხლებზე, ნატკენი ჭრილობის წამალი... ხუნდება ხან და ხან...რაც უფრო ვშრდებით, მით უფრო ახლო და ჩვენია... ჰაერში ფრანით და ხალისით ფრენისგან- ბავშვობა ოცნების ფერია!.. ჩურჩული,სიცილი,გულების გადაშლა, კოცონი,ლექსი და სიმღერა... იმდენად ტკბილია,თითქოსდა ზღაპარი- სულ ღიმილებად რომ იღვრება! ბავშვობის მეგობრებს ცხოვრება აშორებს, გული კი არასდროს ივიწყებს... ვერავინ შეცვლის და ვერავინ წაგიშლის, ბავშვობის გამოვლილ ბილიკებს!.. ია ნანეიშვილი
ჩემი თბილი სამყარო...❤️🌼❤️
❤️
ბავშვობის მეგობრებს დაფანტავს ცხოვრება,
ზოგს საით წაიყვანს,ზოგსაც სად...
იფარავს,ინახავს გული და გონება-
ძილშიაც კი ეტყვი "მიყვარხარ"!..
იქ,სადაც ბავშვობის ბილიკებს ვიხსენებთ,
ზაფხულებს,მდინარეს,სიმწვანეს...
ირხევა სიმები საოცრად ტკბილ-მწარე,
სიყვარულს,რომელიც ვიწამეთ...
ბავშვობა ერქვა და ბავშვივით დაგვყვება,
გზა და გზა გვახსენებს ვინა ვართ!..
იმდენად ინატრებ,გულიც კი დაგწყდება,
სულიდან იფეთქებს:"მიყვარხართ"!..
ის მოგონებები სუფთა და უმწიკვლო,
ქარივით სილაღე,"წანწალი"...
იქ,მრავალძარღვები გვეფინა მუხლებზე,
ნატკენი ჭრილობის წამალი...
ხუნდება ხან და ხან...რაც უფრო ვშრდებით,
მით უფრო ახლო და ჩვენია...
ჰაერში ფრანით და ხალისით ფრენისგან-
ბავშვობა ოცნების ფერია!..
ჩურჩული,სიცილი,გულების გადაშლა,
კოცონი,ლექსი და სიმღერა...
იმდენად ტკბილია,თითქოსდა ზღაპარი-
სულ ღიმილებად რომ იღვრება!
ბავშვობის მეგობრებს ცხოვრება აშორებს,
გული კი არასდროს ივიწყებს...
ვერავინ შეცვლის და ვერავინ წაგიშლის,
ბავშვობის გამოვლილ ბილიკებს!..
ია ნანეიშვილი