იმდენი რამე მინდოდა მეთქვა

და გაჩუმება მაინც ვარჩიე.
ჩემი დუმილით, ჩემი სიჩუმით,
ბევრის ღირსება გადავარჩინე!
იმდენი რამე მინდოდა ეგრძნოთ,
გარდა ტკივილის სულს რომ სერავდა.
თუმც, არნათქვამი სიტყვები იყო,
ის სიძლიერე მე რომ მებადა.
იმდენი რამე ჩაბარდა წარსულს...
იმდენ რამეზე დავხუჭე თვალი...
რომ, დღეს არ მადევს არავის ვალი...
და სამუდამოდ დავხურე კარი.
იმდენმა წყალმა ჩამოიარა,
რომ წაიყოლა ყველა სიცივე.
თუ შინაგანად თბილი სული გაქვს,
გულს ბოროტება ვერ გაგიციებს.
🖋️ ია ნანეიშვილი

იმდენი რამე მინდოდა მეთქვა - 965468190867

Комментарии