არ მოეწონები ვიღაცას... თოვლივით სუფთა და სპეტაკი რომ იყო, ვიღაცა ნაკლს მაინც გინახავს... ყველაზე უმანკო,ალალი რომ იყო- არ დაიჯერებს მავანი... უფალთან იყავი სწორი და მართალი- მიწაზე?! -არ არის მთავარი!.. ყველაზე კეთილი,დამთმობი რომ იყო- სულელიაო იტყვიან... ისეთებს გაიგებ,სიზმრადაც ვერ ნახავ- აქ ყველაფერი "იციან"!.. ყველაზე ერთგული,სულ გული რომ იყო- ვიღაცას ეჭვები გადაღრღნის... ნურაფრის მტკიცებას აქ ნუღარ დაიწყებ... ფიქრადაც,დარდადაც აღარ ღირს!.. ამქვეყნად ყველაზე უმწიკლო რომ იყო, ტალახებს გესვრიან მუჭებით... ვერ გადაურჩები მავანთა განკითხვას- ჭაობის მაგვარი ტუჩებით... პლანეტის ყველაზე ლამაზიც რომ იყო, ნაკლს მაინც გიპოვნის ვიღაცა... ვარსკვლავიც რომ იყო,კაშკაშს ვინ შეგარჩენს- არ შეგარგებენ იმასაც..." ✍️ ია ნანეიშვილი.
ჩემი თბილი სამყარო...❤️🌼❤️
"პლანეტის ყველაზე ლამაზიც რომ იყო,
არ მოეწონები ვიღაცას...
თოვლივით სუფთა და სპეტაკი რომ იყო,
ვიღაცა ნაკლს მაინც გინახავს...
ყველაზე უმანკო,ალალი რომ იყო-
არ დაიჯერებს მავანი...
უფალთან იყავი სწორი და მართალი-
მიწაზე?! -არ არის მთავარი!..
ყველაზე კეთილი,დამთმობი რომ იყო-
სულელიაო იტყვიან...
ისეთებს გაიგებ,სიზმრადაც ვერ ნახავ-
აქ ყველაფერი "იციან"!..
ყველაზე ერთგული,სულ გული რომ იყო-
ვიღაცას ეჭვები გადაღრღნის...
ნურაფრის მტკიცებას აქ ნუღარ დაიწყებ...
ფიქრადაც,დარდადაც აღარ ღირს!..
ამქვეყნად ყველაზე უმწიკლო რომ იყო,
ტალახებს გესვრიან მუჭებით...
ვერ გადაურჩები მავანთა განკითხვას-
ჭაობის მაგვარი ტუჩებით...
პლანეტის ყველაზე ლამაზიც რომ იყო,
ნაკლს მაინც გიპოვნის ვიღაცა...
ვარსკვლავიც რომ იყო,კაშკაშს ვინ შეგარჩენს-
არ შეგარგებენ იმასაც..."
✍️ ია ნანეიშვილი.