დარდიანიც რომ ვიყო, თავს დარდს როგორ დავუხრი?! თუ ვერ ხვდება რა მინდა, ავდგები და ავუხსნი! სევდიანიც რომ ვიყო, როგორ დავემონები?! პესიმისტი არა ვარ- გულითა და გონებით! უიმედო რომ ვიყო, იმედს დაველოდები! ჩემი ხელით დავშალე უმძიმესი ლოდები! იქნებ,ისეც არ იყოს, გულს რომ გაუხარდება... სიხარული-მატულობს! მწუხარება-მთავრდება! თუ ისეთი არა ვარ, მტერს რომ ენდომებოდა... ადრე უნდა ეფიქრა- წინ რომ მეღობებოდა... რადგან გულით მზე დამყავს, მზიანი მაქვს თვალები... ცის სილურჯეს ღრუბლებით ჭორფლად შევეპარები... გადაღლილიც რომ ვიყო, ძალას მაინც მოვიკრებ!! ციდან მწიფე ვარსკვლავებს მუჭა-მუჭა მოვიკრეფ.....💐 /ია ნანეიშვილი/
ჩემი თბილი სამყარო...❤️🌼❤️
💐....
დარდიანიც რომ ვიყო,
თავს დარდს როგორ დავუხრი?!
თუ ვერ ხვდება რა მინდა,
ავდგები და ავუხსნი!
სევდიანიც რომ ვიყო,
როგორ დავემონები?!
პესიმისტი არა ვარ-
გულითა და გონებით!
უიმედო რომ ვიყო,
იმედს დაველოდები!
ჩემი ხელით დავშალე
უმძიმესი ლოდები!
იქნებ,ისეც არ იყოს,
გულს რომ გაუხარდება...
სიხარული-მატულობს!
მწუხარება-მთავრდება!
თუ ისეთი არა ვარ,
მტერს რომ ენდომებოდა...
ადრე უნდა ეფიქრა-
წინ რომ მეღობებოდა...
რადგან გულით მზე დამყავს,
მზიანი მაქვს თვალები...
ცის სილურჯეს ღრუბლებით
ჭორფლად შევეპარები...
გადაღლილიც რომ ვიყო,
ძალას მაინც მოვიკრებ!!
ციდან მწიფე ვარსკვლავებს
მუჭა-მუჭა მოვიკრეფ.....💐
/ია ნანეიშვილი/