როცა დაიბადა შემოდგომა,

წვიმიანი ჰქონდა თვალები,
თავქვეშ დაუფინეს ღრუბლები
და საბნად დაახურეს ქარები...
კაბად შეუკერეს ფოთოლცვენა
წითელ-ყვითელ-მწვანე ხალებით,
ახალშობილის სანახავად
ქოლგით მოდიოდნენ ქალები.
როცა დაიბადა შემოდგომა
წვიმიანი ჰქონდა თვალები,
სუნი ასდიოდა ბროწეულის და
ნაზაფხულარი ჭალების 🍂 🍃🍁🌿
🤎
🖊️თინა ლომთაძე

როცა დაიბადა შემოდგომა,  - 5367178611603

Комментарии

Комментариев нет.