მეგობრებო!

გჯუფის თითოეულ წევრს,სრულიად საქართველოს,
ახლობლებს,მეგობრებს,ყველა დედას,გილოცავთ დედის დღეს.დედა დაუვიწყარია სანამ ცოცხლობს ადამიანი.
ყველა დედას სითბოთი და მოკრძალებით./თ.რ./

შენ დედითა ხარ ასე ძლიერი!

როგორ მომწყურდა
დედის თვალები,--
რომ გაცილებს და
სითბოს გაყოლებს,
ხელს გადაგისვამს,
გულში ჩაკვრმდე,
ათას ფიქრებსაც
გამოგაყოლებს.
...რომ დაბრუნდები
ქვაზე დაჯდება.
მზეს უტოლდები
გულში რომ გიკრავს.
შენ დედითა ხარ ასე ძლიერი!
და იძლიერებ სანამდის ის გყავს.

თ.რუხელი.
10.05.15.
დედაზე სიმღერა საყვარელო ჩემო დედა - dedaze simgera sayvarelo chemo dedi
ყველა დედა, ვისაც არ გვყავს, სასუფეველში გვიმყოფოს უფალმა. ამინ!
*****************************************************************************
შენ ხატი ხარ,დედა!

ახლაც ვხედავ, მე შენს თვალებს,
ჩემს თვალზედა სხედან...
ან რა ტკბილად ჩამეძინა,
შენზე ფიქრით, დედა!

ძველებურად მიმღეროდი,
არემარეს ფენდა,–
შენი ტკბილი „იავნანა“
საყვარელო დედა!

სიხარულით ცას ვეწვიე–
დამავიწყდა სევდა...
შენ, სიზმარშიც, არ მცილდები
ჩემო ტკბილო დედა!

აღარ მინდა გაღვიძება
სიტყვის თქმას ვერ ვბედავ...
მინდა ჩუმად მოგეფერო,
ჩაგეხუტო,დედა!

მე, შენს თვალებს,
მე, შენს ალერსს
ღვთის მშობელში ვხედავ...
იგი მათბობს,მასულდგმულებს...
შენ ხატი ხარ, დედავ!

თ.რუხელი.
დედა

Комментарии

  • 2 мар 2016 06:30
    შენ დედითა ხარ ასე ძლიერი!

    როგორ მომწყურდა
    დედის თვალები,--
    რომ გაცილებს და
    სითბოს გაყოლებს,
    ხელს გადაგისვამს,
    გულში ჩაკვრმდე,
    ათას ფიქრებსაც
    გამოგაყოლებს.
    ...რომ დაბრუნდები
    ქვაზე დაჯდება.
    მზეს უტოლდები
    გულში  რომ გიკრავს.
    შენ დედითა ხარ ასე ძლიერი!
    და იძლიერებ სანამდის ის გყავს. sanam deda myavs ar davberdebi
    gif
    gif
  • 2 мар 2016 06:40
    კიდო ასი წელი ეცოცხლოს,ჯამრთელად.
    gif
  • 2 мар 2016 06:45
    amin,gaixaret genacvale
    gif
    gif
  • 2 мар 2016 08:56
    გამოზაფხულდა ქარებიც ჩადგა
    შეწყდა ფოთოლთა ცვენა
    გულს ჩამეღვარა სითბო ულევი
    შენ კი სადა ხარ დედა...
    სულ მპირდებოდი რომ არასოდეს
    არსად დამტოვდი მარტო
    მხოლოდ ოცნებით რომ გეფერები
    ვის მივულოცო ქალო...
    ვის მივუტანო პაწაწა ხელით
    ძლივს მოკრეფილი ია
    ახლოს არა ვარ რომ მოგეფერო
    კარიც არაგაქვს ღია...
    კი მოვეფერე ერთი წლის წინათ
    შენს გულზე დარგულ იას
    და ვინც მიყურა როგორ გეფერე
    თვალები დარჩათ ღია....
    ხეები იდგა შენს ბილიკებზე
    მწვანედ მოჩანდა ქუჩა
    აქეთ იქიდან ვარდის ბუჩქები
    გადამძვრალიყვნენ ურჩად..
    მეც მოგიტანე ვარდების კონა
    ნაირნაირი ფერით
    არც მომეფერე ვერც შეამჩნიე
    არც მითხარ არაფერი....
    როგორ გიყვარდა ეს მარტის თვედა
    ჩემგან მოძღვნილი ია
    შენ დამარიგე ვის მივუტანო
    სანამ არ არის გვიან...
    სანამ იები ისევ ხარობენ
    სანამ მარტია მარტობს
    სანამ კარგად ვარ და შემიძლია
    იები ვკრიფო მარტომ....
    ლეილა მაჩაიძე...
    Фотография
    gif
  • 2 мар 2016 11:20
    Фотография