ვარდობისთვე...

თვე მშვენიერების და სილამაზის, თვე სიხარულის და ბედნიერების, ალბათ ოცნებები ამ თვეში დაიბადნენ, ალბათ ნატვრასაც ამ თვის გენი აქვს და თუ არა ამ თვეს, აბა როდისღა უნდა ეკადრებინათ თავმომწონე ვარდებს გამომზეურება თავიანთი სილამაზის.
ისე საინტერესოა, ნეტავი ვარდმა ინება ამ თვეს მობრძანება თუ ვარდობისთვის სითბომ და სიცოცხლის საოცარმა ფეთქვამ ,,აიძულა“ აყვავება?
ერთი კი ცხადია, ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელია, ერთი მეორის გარეშე დაუშვებელი და ამის დასტურად ალბათ ვარდმა თავისი სახელი აჩუქა, ხოლო ვარდობისთვე კი მზის სითბოს და დილის ნამს არ აკლებს ტურფებს...
ოცნებაც სხვანაირია ამ დროს, იმედიც სხვა ფერის, ღიმილი კი... ღიმილს მიზეზი არ სჭირდება, გიხარია და ვერ იგებ რატომ, ბედნიერი ხარ და ვერ ხსნი მიზეზს....
ეს საოცარი დროა სითბოს, მშვენიერების და სიცოცხლის ზეიმი...
/ ნატო ქადარია /

ვარდობისთვე... - 835075245259
gif
ვარდობისთვე... - 835075246795
gif
ვარდობისთვე... - 835075248587
gif

Комментарии