საკუთარი თავის შეცნობა ძალიან რთულია ,მაგრამ ამაზე რთულია იცხოვრო იქ,სადაც ყველას თავისი როლი აქვს და ყველას თავისი როლი აქვს და განსხვავებული ნიღბით აქვს სახე მოცული.
ცხოვრებიდან გამომდინარე გვიხდება როლის შეცვლა და სხვა ნიღბის მორგება,როდესაც მივხვდი,რომ რაღაც როლი უნდა შევასრულო და ავირჩიო ჩემთვის შესაფერისი ნიღაბი,მე გადავწყვიტე წარმემართა დიალოგი საკუთარ მე-სთან. -იცი ყველაზე რთული რა არის? -არა,არ ვიცი. -ყველაზე რთული ის არის, გაარკვიო სინამდვილეში ვინ ხარ და როგორი ხარ,მაგრამ ეს არ გამოგდის.ეს იმის ბრალია,რომ ყველა სა საკუთარ სახეს ნიღბის ქვეშ ვმალავთ,არცერთ ჩვენთაგანს არ გვიცდია,დაგვენახა საკუთარი თავი ისეთი,როგორიც სინამდვილეში ვართ.-შენ შეძელი საკუთარი თავის მიღბის გარეშ დანახვა? -მეშინია ისეთი რამ არ აღმოვაჩინო ჩემში,რომ მაშინვე მიმაჩნდეს მიზანშეწოლილად ნიღბის ტარება. -განა ,მაგ დროს ვინმე გხედავს?თუ როგორი ხარ სინამდვილეში. -არა!უბრალოდ ყველაზე ცუდი საკუთარ მე-სთან დიალოგია და საკუთარ გულთან მარტო დარჩენა,რომელიც მუდამ გვაუწყებს ჩვენს ყოველივე ქმედებებს და გვახსენდება ის ყველაფერი,რაც თავს გადაგვხდენია. როცა საკუთარ თავთან მარტო დავრჩი, ვისწავლე,რომ ვაღიარო ჩემი შეცდომები,ბედნიერია ის ადამიანი,ვისაც შეუძლია საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და თავისი ნაკლის დანახვა. რა საჭიროა სხვის ნაკლზე საუბარი,როდესაც საკუთარ თავში მრავლად პოულობ.არასდროს ვიკვლევ ადამიანის წარსულს,რადგან ჩვენ ხომ არცერთმა ჩვენთაგანმა არ ვიცით,რა მოგველის მომავალში. შენ,შენ საკუთარი მე-ო,შენ გეუბნები, ნუ გამირბიხარ! -ასე რატომ შფოთავ? თუ სირცხვილის გრძნობა გაქვს და საკუთარ თავში ნაკლს იპოვნი და შეძლებ ამის აღიარებას,დამიჯერე ეგ უფლის დიდი ღვაწლია გაღებული შენს მიმართ. -აი,ხომ ხედავ?რატომ არ გვინდა საკუთარ მე-სთან საუბარი, რადგან ვერ ვუმკვლავდებით იმ ტანჯვას და სულის ტკივილს,რაც შეიძლება აღმოვაჩინოთ საკუთარ მე-სთან დიალოგში,იგი არ გვაძლევს დავივიწყოთ წარსული და ვიფიქროთ მომავალზე,თუმცა ვერავინ შეძლებს მომავლის შექმნას და სწორად წარმართვას, თუ არ იცის მისი წარსული.ეს არის ერთადერთი გზა შევიცნოთ საკუთარი თავი უკეთ. -ყოველთვის ძნელია საკუთარ თავს ასეთი პირობები წავუყენოთ,მაგრამ ერთი რამ მუდამ უნდა გვახსოვდეს,მთავარი გამარჯვება სწორედ საკუთარ თავთან უნდა მოვიპოვოთ. თუ შეძლებ გაუმკლავდე მე-სთან დიალოგს და შეიცნო საკუთარი თავი თავისივე სიკეთით და ცოდვებით,ეს ღვთის მიერ ბოძებული ნიჭია ჩასახული შენში,და უნდა შეძლო გაუფრთხილდე მას..
შემოდგომითაც იშლებიან სულში გვირილები
:თავს შევაფარებ ცისფერ ოცნებას ♥